დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისმა დამატებით ორი მილიონი ლარი მიიღო
2013/05/10 17:44:25

ცენტრალური ბიუჯეტიდან ქუთაისისთვის დამატებით 2 მილიონ 220 ათასი ლარი გამოიყო. ქალაქის ბიუჯეტში შესული ცვლილებები საკრებულომ დღეს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, თანხის დიდი ნაწილი მილიონ 620 ათასი ლარი ქუთაისში ექვს ქუჩაზე გზის კაპიტალურ შეკეთებას მოხმარდება. დანარჩენი 6 ათასი ლარი კი ხარაზოვის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული “ნიღბების თეატრის“ შენობის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.

"ორ მილიონ ლარზე მეტი მოგვცა ხელისუფლებამ. პროექტები უკვე შედგენილია და სამუშაოები მალე დაიწყება" – აცხადებს ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ მაკარიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია