დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლიფტი, ცირა და დაკარგული 500 ლარი
2009/09/30 13:29:10

რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ნი­კე­ას ქუ­ჩის =52, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან სახლში ლიფტი არ დაძრულა. კორ­პუ­სის მცხოვ­რებლები მის ამუ­შა­ვებაზე დი­დი ხანია ოც­ნებობენ. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების დროს იფიქ­რეს, გვეშ­ვე­ლა­ო, მაგ­რამ ამ საქ­მის­თვის გა­მოყოფი­ლი თანხა, 500 ლა­რი, სად გაქ­რა, დღემ­დე არა­ვინ იცის.

 

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების წინ თი­თო ბინას 500-500 ლა­რი გა­მოუყვეს. გად­მო­რიცხვის ფორ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ჭკვი­ა­ნუ­რად მო­ფიქ­რებული: ბიუჯეტი­დან თანხა ამხანა­გობების ან­გა­რიშ­ზე კი არ ჩა­ი­რიცხა, რო­გორც ეს სა­ერ­თოდ მი­ღებული ფორ­მა­ა, არა­მედ ბინა­ში მცხოვ­რებ რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნებას 250-250 ლა­რი ჩა­უ­რიცხეს, ვი­თომ სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რება იყო. მე­ზობლებმა თვი­თონ მო­ი­ლა­პა­რა­კეს და გა­დაწყვი­ტეს, რომ ად­გი­ლობირი­ვი ხელი­სუფ­ლების წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ჩუ­ქარს ბინის კე­თილ­მოწყობას მოახმარ­დნენ^ ამ შემთხვე­ვა­ში კი _ ლიფ­ტის გა­მარ­თვას. შე­საბამი­სად, მათ­გან ხელი­სუფ­ლება იმას მი­ი­ღებდა, არ­ჩევ­ნების დროს რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დებათ: რა თქმა უნ­და, ხმებს!

ბესიკ ში­ში­ნაშ­ვი­ლი, ნი­კე­ას ქუ­ჩის =52 სახლის მცხოვ­რები: არ­ჩევ­ნების დროს თი­თო სა­დარბაზოს 500 ლა­რი გა­მოუყვეს. გა­დავწყვი­ტეთ ლიფ­ტები გაგ­ვე­კე­თებინა. რად­გა­ნაც ჩვე­ნი სა­დარბაზოს ლიფ­ტი ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნებული იყო, ვი­ცო­დით, 500 ლა­რი არ ეყოფო­და, ჩვენც ავ­კრიბეთ ფუ­ლი. სულ 600 ლა­რი. ეს თანხა დღემ­დე ან­გა­რიშ­ზე გვაქვს შე­ნახული. ლიფ­ტის მო­ტო­რი ლიფ­ტების სამ­მარ­თვე­ლო­ში მი­ვი­ტა­ნეთ, რად­გან მო­ტო­რის ჩა­სახვე­ვი ფუ­ლი არ არის გა­დახდი­ლი. მო­ტორ­საც არა­ვინ გვა­ტანს.“

ეს რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დახმა­რება იყო, ამას არც ნი­კე­ას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თავმჯდო­მა­რე თე­ი­მუ­რაზ ჯალა­ღო­ნია მა­ლავს.

ამბობს, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ასე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რებებით 26 ლიფ­ტი გა­რე­მონ­ტდა. თუმ­ცა, თვით­მმარ­თვე­ლობის საბინაო ფონ­დის მარ­თვი­სა და რე­გუ­ლი­რების სამ­სახურის უფ­რო­სი კახა ქო­რი­ძე აცხადებს, რომ თანხა ბიუჯეტი­დან არ გა­მოყოფი­ლა და^ შე­საბამი­სად^ არც იმი­თაა და­ინ­ტე­რე­სებული^ სად წა­ვი­და 500 ლა­რი.

კახა ქო­რი­ძე: „ეს სა­კითხი ასო­ცი­ა­ცია „სა­ჩი­ნოს“ ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლების პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს წა­მოაყენა მო­ქა­ლა­ქემ. მა­შინ დავ­პირ­დით, რომ ამ სა­კითხს გა­ვარ­კვევ­დით, ჩვენ მე­ო­რე დღეს­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით იმ მო­ქა­ლა­ქეს და შინ არ დაგვხვდა, საბოლო­ოდ აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ თვი­თონ არ იცი­ან, რო­მელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მის­ცათ თანხა. ბიუჯეტი­დან ეს თანხა არ ჩა­რიცხულა  და ჩვენ რა­ტომ უნ­და ვარ­კვი­ოთ^ სად წა­ვი­და ფუ­ლი?“_ გვითხრა კახა ქო­რი­ძემ.

ამ 500 ლა­რის სხვა­დასხვა ის­ტო­რია არ­სებობს. თუ კახა ქო­რი­ძის ვერ­სი­ას ვენ­დობით, ფუ­ლი^ ასე რომ ვთქვათ,        „ცი­დან ჩა­მო­ვარ­და“ და ბიუჯეტს არა­ნა­ი­რი და­ნაკ­ლი­სი არ გა­ნუც­დია. არა­და, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თავმჯდო­მა­რეც და ამ ბინის მე­სა­კუთ­რე­თა ამხანა­გობის თავმჯდო­მა­რე ფა­ტი მგა­ლობლიშ­ვი­ლიც ადას­ტუ­რებენ, რომ ეს სა­არ­ჩევ­ნო სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რება იყო.

ფა­ტი მგა­ლობლიშ­ვი­ლი, ნი­კე­ას ქუ­ჩის =52 ბინის მე­სა­კუთ­რე­თა ამხანა­გობის თავმჯდო­მა­რე: „აქ თი­თო სა­დარბაზოს 500-500 ლა­რი გა­მოეყო, ყვე­ლამ გა­მოიყენა თანხა, ამ ერ­თი სა­დარბაზოს გარ­და. ჩე­მი ბინა დარ­ჩა ულიფ­ტოდ. მოვხსე­ნით მო­ტო­რი. წა­ვი­ღეთ ლიფ­ტების სამ­მარ­თვე­ლო­ში^ მო­ტო­რი იყო ჩა­სახვე­ვი. ლიფ­ტების სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ბერო­ძე გვეუბნება, ან თანხა გად­მო­მი­რიცხონ, ან მავ­თუ­ლი მო­მი­ტა­ნონ^ რომ მო­ტო­რი გა­ვა­კე­თო­თო. მე ეს თანხა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მი­ვი­ტა­ნე, მათ მომთხოვეს მო­ი­ტა­ნეო და მეც ჩა­ვაბარე. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ეს ფუ­ლი ცი­რას გა­და­უ­რიცხეს, ამ ცი­რას გვა­რი არ მახსოვს, არც ტე­ლე­ფო­ნი ვი­ცი, არა­ა ცუ­დი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ვა­ლებში გა­და­ვარ­და, სახლიც კი გაყიდა.“

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თავმჯდო­მა­რის თე­ი­მუ­რაზ ჯალა­ღო­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, 500 ლა­რის საბოლოო კვა­ლი ცი­რამ­დე მი­დის. ოღონდ ხაზ­გას­მით ამბობს, რომ ამხანა­გობის თავმჯდო­მა­რეს არა­ვი­თა­რი თანხა არ დაუბრუ­ნებია.

„მე მაქვს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა, სა­დაც ბინათ­მე­სა­კუთ­რეობის თავმჯდო­მა­რემ და ცი­რა თვა­ლებეიშ­ვილ­მა ერ­თმა­ნეთ­თან ხელ­შეკ­რუ­ლება და­დეს. თვა­ლებეიშ­ვილს ლიფ­ტების სამ­მარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ლიფ­ტების რეაბილი­ტა­ცი­ის ლი­ცენ­ზია ჰქონ­და. ხელ­შეკ­რუ­ლების სა­ფუძ­ველ­ზე თანხა ცი­რა თვა­ლებეიშ­ვილს გა­და­ე­ცა და სა­მუ­შა­ოც მას უნ­და შე­ეს­რუ­ლებინა. ის ბინა კი, რამ­დე­ნა­დაც მე ვი­ცი^ კვლავ ლიფ­ტის გა­რე­შეა.“

და­უ­დას­ტუ­რებელი ინ­ფორ­მა­ცი­ით,  ცი­რა თვა­ლებეიშ­ვილ­მა სახლი გაყიდა და საზ­ღვარ­გა­რეთ წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ცე­მულ სა­ჩუ­ქარს _ 500 ლარს მხოლოდ ნი­კე­ას ქუ­ჩის =52 ბინის მე­ზობლები ისაკ­ლი­სებენ. თვით­მმარ­თვე­ლობაში არ აღი­ა­რებენ^ რომ ეს ბიუჯეტის ფუ­ლი იყო, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა: ეს თანხა ისე გა­ა­ფორ­მეს, თით­ქოს მო­ქა­ლა­ქეებს სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რება გა­და­ე­ცა. ვინ რა­ში და რო­გორ დახარჯა მთავ­რობის დახმა­რება, ამის გარ­კვე­ვას კა­ნო­ნი არა­ვის ავალ­დებულებს, ცი­რა კი მი­დის და მიუხარია...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია