დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შუაგზაზე მიტოვებული ოკრიბლების გზა
2009/07/31 19:53:54

მშვენიერი მხარეა ოკრიბა, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, ალბათ: რა ბუნება, რა ხალხი!..

კაი ხანია, არ ვყოფილვარ იქეთ, კი მეპატიჟებოდა ჩემი ნათლიმამა, რატო დამივიწყე, ქაიხოსრო, რავა დაგვიძველე პურმარილიო, მარა, ოქრო რო დეეხვედრებია, ვიყავი იქეთ ცხვირის გამწევი? არა, გენაცვალე, ადამიანებს რას ვერჩი. არც არაფერს. კაი ხალხია, მშრომელი, პატიოსანი, სტუმართმოყვარე... მე სხვა დარდი და ავანტყოფობა მიღრღნიდა გონებას.

აღარც მახსოვს, როდის ვიყავი ბოლოს იქით. მარა, ვაი იმნაირ ყოფნას! ისთე დემენგრა და დემექცა გვერდები, იმდენი ვიკურთხე და ვლანძღე ე ჩვენი მთავრობა, ენაზე ტყავი გედევიძვრე. არა, ასე რაფერ შეიძლება ხალხის მიტოვება და ფეხებზე დაკიდება-თქვა? იმნაირი გზები, მე რო მაშინ იქ გევიარე, მთელ დუნიაზე არსად არი, გონია. ჰოდა, რავა ვიზამდი ჩემი ნებით კიდო იქით პირს? არადა, რო დადგა ზაფხული, კი ვიფიქრე, წავალ ახლა ჩემ ნათლიმამასთან ოკრიბაში, წამოვწობი ნიგვზის ჩრთილში, რა ჯობია ჩრთილში კოტრიალს და ნარდის გაგორებას-თქვა!...

ამის გაფიქრება და კი შემეხმიანა ჩემი ნათლიმამა. რა შობი, ქაიხოსრო, აღარ მოდიხარ ჩვენკენო? იცი, რა გზები დაგვიგეს, პირდაპირ გაგეხარდებაო...

ამის გამგონე, რავა მევიცდიდი. ჩოუჯექი ჩემ შვილიშვილს მანქანაში და გევეშურე ოკრიბისკენ.

მართალი აღმოჩნდა ჩემი ნათლიმამა. კაი გზა გოუკეთებიათ, მართლაც, გაგიხარდება კაცს. ჰოდა, სიხარულით მივქრივართ ამ მანქანით და... უცებ, ვაი შენს  ქაიხოსროს.  იმნაირ „იამაში“  ჩავარტყით,  კინაღამ დავტოვეთ მთელი „ხადავოი“ ჩრდილოს წყაროსთან.

ნათლიმამამ მითხრა მერე, კი ამოგიტყუე, ქაიხოსრო, ახლა ხრესილში და გეტყვი, რაც გვჭირსო: 2 თვეა, ეს გზა მიატოვეს შუაგზაში და აღარ აპირებენ, გონია, გაგრძელებას. ვითომ კურსებს აქეთ ჩვენ ხალხი არ ვიყოთ და კომფორტი არ გვსიამოვნებდესო. არადა, ასთე შეგვპირდენ მთავრობაში, მალე თქვენთანაც მოვა გაზაფხული და მოყობა კაი გზაო. კიდო კაი, მიშამ არჩევნები რო გადმოწია ცოტა აქეთ, ახლა მაგის იმედიღა დაგვრჩა, თორემ უგზოობას ვიღა ჩივის, უიმედობა გაგვიჩენდა გასაჩენს მალეო.

უშველის ვითომ მიშას დანიშნული არჩევნები ოკრიბლების მოურჩენელ გასაჭირს?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია