დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თენგიზ თოფურიძე: „დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმენტი ჟურნალისტური პროდუქტია“
2013/07/03 13:47:35

ქუთაისის ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე ქალაქის მერსა და „საქართველოს პატრიოტთა  ალიანსს“ შორის  კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ „ალიანსის“ მიერ დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმენტის საკითხის შესაძლო დაყენება  მხოლოდ ჟურნალისტების მიერ მოვლენების გადაჭარბებული შეფასების შედეგია და რეალობას არ შეესაბამება.

„ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება არ არსებობს, ეს არის რაღაც გაუგებრობა. არც ერთ ბრიფინგზე არ ყოფილა საუბარი იმპიჩმენტზე. ეს არის ჟურნალისტური პროდუქტი. „პატრიოტებმა“ თქვეს მხოლოდ ის, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის მერი არ აამოქმედებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და არ გაიმართება სამუშაო პროცესი მერიაში, როგორი ერთსულოვანიც იყვნენ მისი არჩევის დროს, ასეთივე ერთსულოვანნი იქნებიან მისი გადარჩევის დროსაც. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ პოლიტიკურ ბატალიებში ჩავერთოთ, პირიქით, უნდა  დავიკაპიწოთ ხელები და ერთად ვაკეთოთ  ქალაქისთვის საკეთილდღეო საქმე,“ – განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ.

თოფურიძემ ასევე უარყო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია,  მისი და „პატრიოტების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოჩა თევდორაძის ალიანსის შესახებ და განაცხადა, რომ თევდორაძესთან ახლო ურთიერთობაც კი არ აქვს.

„ხუთ-ექვსჯერ მყავს სულ ნანახი ეს ადამიანი. ღმერთმა დამიფაროს, გოჩა თევდორაძესთან გავლენის სფეროების გადანაწილებაზე მესაუბრა. მე ვარ საჯარო პირი და არასდროს მქონია პოლიტიკური მოტივები,“  –განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახალ მერსა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შორის ურთიერთობა ორი დღის წინ, მას შემდეგ დაიძაბა,  რაც „პატრიოტებმა“  (რომლებმაც თავის დროზე ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურას მერის პოსტზე) ქალაქის მერი საჯაროდ გააკრიტიკეს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტით დაემუქრნენ. „პატრიოტების“ მუქარას დიმიტრი კოპალიანმა საგანგებო ბრიფინგებით უპასუხა და „ალიანსის“ წევრებს სისხლისმსმელები უწოდა, რის შემდეგაც კონფლიქტმა ქალაქის მერსა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის მასშტაბური ხასიათი მიიღო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია