დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ ბიჭებს ოცნება აუკრძალეს
2012/06/11 13:12:25

კოალიცია „ქართული ოცნება“ ქუთაისში საპროტესტო აქციის წინ გაუგებრობაში აღმოჩნდა. საქმე ეხება ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების - მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის და გაგა ამბროლაძის დაკავებას და შემდეგ ამ ახალგაზრდების კოალიციიდან განდევნას.

 

„ისინი არაპასუხისმგებლურად მოეკიდნენ თავიანთ საქმეს და ამიტომაც გავრიცხეთ პარტიის რიგებიდან,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.ზემოთ აღნიშნული პირების დაკავებიდან მეორე დღეს დაკითხვაზე დაიბარეს სამი აქტივისტი - დები ნინო და ნანა ყურუები, კობა ჯაბუა. ისინი 8 ივნისს ნიკეას პოლიციის მე-4 განყოფილებაში დაიბარეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ნიკეას ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან, კოალიციის ლიდერები შეიკრიბნენ. ზვიად ძიძიგურმა და გუბაზ სანიკიძემ იქვე პრესკონფერენცია გამართეს.

„სახეზეა, რომ პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლას აქვს ადგილი. ის, რომ ქუთაისში გრანდიოზული შეკრება ჩატარდება, ფაქტია, მაგრამ ახალგაზრდები ძალიან დიდ როლს ასრულებენ თავიანთი ენერგიით და თავიანთი საქმით ცდილობენ - ადამიანებთან მიიტანონ ჩვენი პროგრამა. ეს ძალიან კარგად იცის ამ ხელისუფლებამ და მათი მთავარი სამიზნე გახდნენ სწორედ ეს ახალგაზრდები. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი იმყოფება ქუთაისში და კარგა ხანია მუშაობს ზონდერჯუფებთან. ერთ მაგალითს გეტყვით: როცა კონტროლის პალატამ ჩვენი ახალგაზრდები დაკითხვაზე დაიბარა, კოალიციას სამასი ახალგაზრდა შემოუერთდა. ამ ხელისუფლებას აშინებს ჩვენი აქტივისტების ენერგიულობა,“ - გვითხრა ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც დაკავებული აქტივისტებისა და მათი პარტიიდან გარიცხვის კონკრეტულ ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა.

გუბაზ სანიკიძემ კი გვითხრა: „ხუთი, ექვსი დღის წინ, მე როგორც ვიცი, კუდი-ს სამხარეო ადმინისტრაცია შეიკრიბა იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდებზე განახორციელონ ზეწოლა. მაგრამ გეტყვით, რომ ახალგაზრდების რაოდენობა ჩვენთან უფრო და უფრო იზრდება. რაც შეეხება დაკითხვაზე მყოფ ახალგაზრდებს, მათ შესახებ, ჯერჯერობით, არაფერი ვიცით. კი ხედავთ, მთელი დღეა აქ ჰყავთ. გეტყვით, რომ ავანგარდში მუშაობენ ჩვენი ახალგაზრდები განსაკუთრებულად და, აი, ფაქტი სახეზეა - დაიწყეს მათი დაშინება.“

დაკითხვაზე შესვლისას დებმა ყურუებმა მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ისინი მოწმის სტატუსით დაიბარეს განყოფილებაში.

საქმე საქალაქო სასამართლოს გადაეცა. სასამართლომ კი კობა ჯაბუას და ნინო ყურუას, ადამიანის მოქრთამვის ბრალდებით, ჯარიმის სახით 3000-3000 ლარის გადახდა დააკისრა, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია