დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ომბუდსმენი ქუთაისში
2009/12/25 20:02:06

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 24 დეკემბერს ქუთაისის მედიასა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა პარლამენტში წარსადგენ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა, მან რეგიონებში გასვლა დაიწყო.

ტელემედიის თავისუფლების ხარისხი, დევნილთა უფლებები, ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძეზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა, ენერგოომბუდსმენის არაეფექტური მუშაობა - ეს იყო თემები, რაც შეხვედრისას განიხილეს.

სახალხო დამცველის განცხადებით, მათ სამსახურს ხუთკაციანი შტატი ემატება იმისათვის, რომ დევნილთა მდგომარეობის მონიტორინგი მოხდეს.

შეხვედრაზე დედაქალაქელი და დანარჩენი პენსიონერების სოციალურ უთანასწრობაზეც იმსჯელეს. ბოლო ინიციატივით თბილისელების პენსია 10 ლარით იზრდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია