დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის უალტერნატივო მერს დღეს დანიშნავენ...
2009/12/23 11:56:24

ქუთაისის მერის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ვადა გუშინ 5 საათზე ამოიწურა. ქალაქის მერიის სამდივნოში  ამ დროისათვის მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული - ვაკანსიაზე პრეტენზიას ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გია თევდორაძე აცხადებს. ერთადერთი კანდიდატი დღეისათვის ბიზნესითაა დაკავებული, თუმცა მისი პოლიტიკური წარსული თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირით“ დაიწყო და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობაში“ გაგრძელდა. არის ვარდების რევოლუციის მონაწილე..გია თევდორაძეს 2007-2008 წლებში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. თევდორაძე ამ დროისათვის უალტერნეტივო კანდიდატია. გუშინ საღამოს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც შემოსულ განცხადება განიხილეს და თევდორაძის კანდიდატურაზე იმსჯელეს. დღეისათვის კი საკრებულოს სხდომაა დანიშნული, სადაც მერის დანიშვნის საკითხზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ, თევდორაძეს ქუთაისის მერის სავარძელს ამ დღეებში ჩააბარებენ. იგი ბოლო სამ წელიწადში მერვე მერი იქნება, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია