დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არქივების დირექტორები ტესტებს აბარებენ
2009/12/23 11:42:20

ქუთაისის იუსტიციის სახლში დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია ჩატარდა. ატესტაცია იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების 27 არქივის დირექტორმა გაიარა.

ატესტაციის ძირითადი მოთხოვნაა სახელმწიფო ენის, ნორმატიული აქტების ცოდნა, ასევე კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. თანამდებობრივი მოვალეობის შესასრულებლად ადგილობრივი არქივის დირექტორებისათვის აუცილებლად მიიჩნიეს არქივმცოდნეობის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციისა და საარქივო საქმის მართვის ძირითადი დებულებების, ცნებებისა და მეთოდიკის ცოდნა.

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი აცხადებს: „ატესტაცია ტესტირების ფორმით ჩატარდება და მისი მიზანია ატესტაციაში მონაწილე პირის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა.“

არქივების დირექტორები, რომლებიც 22 დეკემბერს ქუთაისში ტესტირებაზე გავიდნენ, აცხადებდნენ, რომ ტესტები საკმაოდ რთული იყო. ტესტირების შედეგები უახლოეს 2 დღეში იქნება ცნობილი. აღმოსავლეთ საქართველოს არქივების დირექტორებს კი ატესტაცია 25 დეკემბერს ჩაუტარდებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია