დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე აშშ-ზე - საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, არავის მივცემთ უფლებას, ხელისუფლებას რაღაც უბრძანოს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/07/09 13:31:31

 

ცხადია ცუდია, რომ [სწავლებისღირსეული პარტნიორი 2024“-ის”] გადადება მოხდა - ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილი იქნება, - ამის შესახებქართული ოცნებისგენერალურმა მდივანმაკახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


კალაძის მტკიცებით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს იმისას, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი.


ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ფარისევლობა, არანაირი არგუმენტები არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი არის შეცვლილი. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ნახავთ და ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული და არაევროპული ნაბიჯები გადადგა. 2012 წლიდან ხელშესახები წინსვლა გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ყველაფერი გაკეთებულიაქართული ოცნებისმიერ.


ჩვენ არაერთხელ ვთქვით და გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და სისხლი დაღვარეს. არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ რაღაც უბრძანოს საქართველოს ხელისუფლებას და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის პრობლემური იქნება. ჩვენ ასეთ ნაბიჯებს არ გადავდგამთ. გვახსოვს, იგივე სანქციებთან დაკავშირებით მოწოდებები, მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ასევემიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოწოდებები, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა”, - განაცხადა კახაძემ.


ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლებაღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. „სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვისმტკიცე სული 2025“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 46
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია