საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ღია გაკვეთილი მეოთხე ბ კლასში
2015/03/17 16:11:44

„ღია კარის დღის“ ფარგლებში, ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლის  4ბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი: ცისმარი ვარდოსანიძე) თემაზე: გ. შატბერაშვილის „დინოზავრის ნაკველევზე“.


მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი, პასუხობდნენ ტექსტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს, შეასრულეს ჯგუფური სამუშაო. თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.


ბავშვები დიდი ინტერესით გაეცნენ ტექსტთან დაკავშირებულ ფოტო და ვიდეო მასალას. გაუჩნდათ სურვილი საკუთარი თვალით ნახონ სათაფლიის მღვიმე და დინოზავრის ნაკვალევი.


 

გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია კუხიანიძე, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე,  N15 საჯარო სკოლის პედაგოგი სოფიკო ფესტვენიძე, N14 საჯარო სკოლის  დირექტორი ნონა ჩუბინიძე, ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგები თამილა ბერიძე და მაკა მესხორაძე, მოსწავლეთა მშობლები.  

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია