დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ემპათიით სწავლების უპირატესობები: ქუთაისის 33-ე სკოლა სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მხარდასაჭერად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/11/12 00:43:20

სწავლების პროცესში ყველაზე რთული მოსწავლის ,,ფეხსაცმლის“ მორგებაა, მითუმეტეს თუ ამ ,,ფეხსაცმლით“ მთელი სასწავლო წელი უნდა გაიარო...ასწავლო ემპათიით და ამასთანავე, გახადო ის სამაგალითო და გადამდები, არაა მარტივი.  არაა მარტივი, ზარის დარეკვისთანავე მოსწავლეეებს დაავიწყო  ყოფითი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად, ემიგრანტი მშობლების მონატრება ან ფსკერგავარდნილი სპორტული ფეხსაცმელი,  ცარიელი ჯიბე და კუჭი, ან ფიქრები  ბიჭზე, თუნდაც გოგოზე,  რომელიც მოსწონდა, და თურმე, ის სხვას ხვდება და კიდევ უამრავი  რამ. ერთი შეხედვით ეს გამოწვევები არაფერია, მაგრამ მოზარდისთვის ზოგჯერ ფსკერგავარდნილი ფეხსაცმელია ყოფნა- არ ყოფნის მთავარი სევდა.

 

არაა მარტივი,  ამ დროს მასწავლებლის  გაკვეთილის მიზანი იყოს ზმნის გარდამავლობის გაცნობა ან ორუცნობიანი განტოლების ამოხსნის ხერხები, ან ქიმიური ელემენტების ვალენტობა... რა გზებს და ხერხებს შეუძლია ზევით ჩამოთვლილი ემოციებით, პრობლემებით და განცდებით დახუნძლული მოსწავლე ოდნავ მაინც მიუახლოო საგაკვეთილო მიზნებს. ამისთვის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს - სწავლება ემპათიით.


ემპათია სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარი. ეს უნარი ზოგ ადამიანს უფრო კარგად აქვს განვითარებული, ზოგსაც - ნაკლებად. შესაბამისად - მასწავლებლებსაც. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა მასწავლებელმა ისწავლოს თუ როგორ უნდა ასწავლოს ემპათიით. გახადოს მისი ემპათია გადამდები მოსწავლეებისათვის. - ანუ მათ განუვითაროს სოციალური და ემოციური უნარები, რომლებიც  თავის მხრივ აუმჯობესებს მოსწავლის ქცევას, აკადემიურ მიღწევებს. ემოციურ მდგომარეობას.


. ქუთაისის N 33 საჯარო სკოლაში  2023-2024 სასწავლო წელს  სოციალური და ემოციური განათლების დანერგვა  პროექტის ,,წიგნებით მე-ს ძიებაში“  ფარგლებში უნივერსალურ დონეზე დაიწყო.  პროექტის მხარდამჭერი სკოლა ლაბის პროგრამკონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების კოალიცია EFA - Georgia.  უნივერსალურ დონეზე სოციალური და ემოციური კომპეტენციების დანერგვა ამ შემთხვეაში გულისხმობდა საპილოტედ, საბაზო საფეხურზე, მეშვიდე კლასების 68 მოსწავლესთან დანერგვას.


მარინა ისკაკოვა, ქუთაისის 33-ე სკოლის დირექტორი: ,,მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების წახალისება სხვადასხვა კონტექსტში სხვადასახვანარიად შეიძლება ხორციელდებოდეს. მაგალითად, სკოლის შემდგომი პროგრამა, არაფორმალური განათლების აქტივობები, შეიძლება დამოუკიდებელ, არჩევით საგანადაც ასწავლო სოციალურ ემოციური კომპეტენციები. ან ინტეგრირება მოახდინო სადამრიგებლო პროგრამაში. ეს მხარდაჭერა შეიძლება სხვადასხვა ჯგუფს მიემართებმოდეს, მოიცავდეს მთლიან კლასს ან მცირე მიზნობრივ ჯგუფს. ან ინდივიდუალურად რამდენიმე მოსწავლესს. მოდელი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, მოიცავს ერთი კლასის დონეზე სოციალურ ემოციური კომპეტენიცების ყველა საგანში მხარდაჭერას და ასევე ის მოიცავს ყველა მოსწავლეს.“


მნიშვნელობა არა აქვს, მასწავლებელი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს“ ,,ეჭიდება“, გეომეტრიული ფიგურების სირთულეებს, თუ   სასუნთქი ორგნოების შესახებ გეგმავს გაკვეთილს. არსებობს სამი სამიზნე კომპეტენცია, რომელსაც არცერთ შემთხვევაში არ ივიწყებს: 1. თვითცნობიერება - როცა მოსწავლეებს უბიძგებ საკუთარი ძლიერი მხარეების და შესაძლებლობების ლიმიტების დადგენისკენ. 2. თვითრეგულაცია - როცა პირველ რიგში საკუთარი მაგალითით ასწავლი, როგორ უნდა მართო ემოციები, ფიქრები და ეს აქციო მიზნის  მიღწევის  საშუალებად და 3. ურთიერთობები - რომ არასდროს დაგავიწყდეს სხვა ადამიანებიც, როგორ უნდა გაამყარო მათთან კავშირები, გაითვალისწინო მათი სურვილები და ემოციები.“


აღნიშნული პროექტის განხორციელებაში სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული. მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე. სკოლამ მნიშნველოვანი სამუშაოები გასწია ამ მიმართულებით. გადამმზადდა პედაგოგები. მომზადდა სადამრიგებლო პროგრამები და საგაკვეთილო გეგმები, რომელიც ინტეგრირებულია სოციალურ- ემოციური კომპეტენციების მხადასაჭერად.



მარინა ისკაკოვა, ,,პროექტი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, შეგვიძლია ვისაუბროთ სტატისტიკურ მონაცემებზე, რამდენმა მასწავლებელი გადამზადდა, რამდენი სამუშაო გეგმა შეიქმნა - პროექტის რეალური შედეგებს, რომელიც მოსწავლეების სოციალურ ემოციურ მდგომარეობაში უნდა აისახოს- გვიჩვენებს დრო, არც თუ ისე შორეულ მომავალში. სკოლა გეგმავს სოციალურ ემოციური კომპეტენციები დანერგოს სწავლების ყველა საფეხურზე, და მოახდონოს ამ კომპეტენციების ინტეგრირება სასკოლო კურიკულუმსა და სადამრიგებლო პროგრამებში.“  

 


მართა მარგველანი 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია