საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი „მე ვქმნი მომავალს“
2015/04/03 12:42:46

2015 წლის 2 აპრილს, ქუთაისის იუსტიციის სახლში,  სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში,   კონკურსის „მე ვქნი მომავალს“ შემაჯამებელი, ფინალური ეტაპი გაიმართა.


კონკურსი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა   ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან  (24 მარტი) დაკავშირებით  სამოქალაქო განათლების  პროგრამაში ჩართული იმერეთის საჯარო სკოლების  მე–9 და  მე–10 კლასის მოსწავლეებისათვის გამოაცხადა.  


სპეციალურად ფინალური ეტაპისთვის შეირჩა ჟიურის წევრები  – გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ილიკო ნაცვალაძე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი და ერთ–ერთი ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის აქტიური მონაწილე,  სამოქალაქო კლუბის ლიდერი აკაკი საღინაძე.


ფინალურ ეტაპში    16 მოსწავლე  მონაწილეობდა.  კონკურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით უკეთესობისკენ შეცვალეს გარემო.


ჟიურიმ  წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად,  სამი გამარჯვებული გამოავლინა.  პირველი ადგილზე  თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი – 2007“ –ის მოსწავლეები  არჩილ ჩაფიჩაძე და  ნინო მაჩიტიძე გავიდნენ, მათ პრეზენტაცია 14 წლის პაკისტანელი გოგონას მალალა იუსუფზაის შესახებ წარმოადგინეს.  მეორე ადგილი ხარაგაულის  წმ. ადრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს ანი თაბუკაშვილსა და გიორგი თხელიძეს ხვდათ წილად, პრეზენტაციით „მარტინ ლუთერ კინგი“. ხოლო მესამე ადგილი – ტყიბულის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეს ანანო კუბლაშვილს,  მისი პრეზენტაციის თემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და მის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი გახლდათ.


 

გამარჯვებულებს საჩურები და დიპლომები გადაეცათ, ასევე  დიპლომი მიიღო  კონკურსის ყველა მონაწილემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია