დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამხედრო გაწვევის შესახებ ბრიფინგი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/10/03 10:40:00

დღეს, 3 ოქტომბერს, პარტია „დროას“ თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამხედრო გაწვევის შესახებ ბრიფინგი გამართა და საზოგადოეაბს „დროას“ პოზიცია გააცნო.

 

ელენე ხოშტარია: „რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში გამოცხადდა უკანონო სამხედრო გაწვევა 19-27 წლამდე ასაკის ახალგაზრდების. ოკუპანტის ქვეყანაში, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, ჩნდება დასაბუთებული საგანგაშო ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან გამოყენებული საზარბაზნე ხორცად ამ დანაშაულებრივ ომში. შესაბამისად, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ მივმართო აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს.

 

1. საოკუპაციო რეჟიმი ყველა საერთაშორისო ნორმით არის პასუხისმგებელი ადამიანებს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რომლებიც ცხოვრობენ იქ და ჩვენ არ ვაპირებთ, მათ დაუსჯელად დავუტოვოთ ეს უფლება. მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და სიცოცხლის ხელყოფაზე.

 

2. მინდა მივმართო აფხაზებს, რომლებიც დღეს არიან ამ საფრთხის წინაშე. დღეს რუსეთი არის კატასტროფული სამხედრო, ისტორიული, პოლიტიკური, მორალური კრახის წინაშე უკრაინა იმარჯვებს ამ ომში და რუსეთი დარჩება პოლიტიკურ და ისტორიულ სანაგვეზე. ეს იქნება დანგრეული ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ნაწილი არ უნდა მოჰყვეს ამ ნანგრევებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იქ სიტუაციას, მაგრამ მოგმართავთ, მიიღეთ  ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე.

 

3. ასევე მოგმართავთ, ვინც გადაწვეტს, არ წახვიდეს საზარბაზნე ხორცად ომში, მზად ვართ მივიღოთ ყველა ასეათი ადამიანი საქართველოში და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ყველანაირ უფლებაზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენ შორის დღეს ურთიერთობა, საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის კარი არის მათთვის ღია. პარტია „დროას“ აქვს დიდი გამოცდილება უკრაინელი დევნილების მიხედვის, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს მოქალაქეებმა თავად აიღეს ეს ტვირთი თავის  თავზე. მოგხედავთ თქვენც. მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, გადმოდით ჩვენს მხარეს და თქვენზე აუცილებლად იზრუნებენ.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია