დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გეგმავს გოგი წულაია არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/03 12:24:17

საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ქუთაისის შტაბის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატურების მოხსნის მზადყოფნას გამოთქვამენ. როგორც ბლოკის საარჩევნიო სიის პირველმა ნომერმა, გოგი წულაიამ აღნიშნა, ქუთაისის გადასარჩენად, მზად არის ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.


საარჩევნო ბლოკი ინიციატივით ყველა ოპოზიციურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მიმართავს. თუმცა წულაია თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“.


„მე არ ვიცი, კახა კუკავას თბილისში ვის მიმართ აქვს სიმპატიები, მაგრამ მე ქუთაისის გადასარჩენად, მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ვთქვა და კანდიდატურა ძლიერი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ მოვიხსნა, რადგან გადავარჩინო ქუთაისი განადგურებას, რაც ერთპარტიული საკრებულოს მიღების შემთხვევაში აუცილებლად ემუქრება ქალაქს. მე არ ვიქნები საკრებულოში კუკავას წარმომადგენელი, მე ვიქნები ქუთაისის წარმომადგენელი. მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს: შევჯერდეთ, ჩამოვყალიბდეთ და გამარჯვებისთვის ძლერი კანდიდატების სასარგებლოდ სხვებმა კანდიდატურები მოვხსნათ, რითაც საკრებულოში ოპოზიციური პარტიების მოხვედრის მეტი შანსი იქნება,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია