დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
მედია და გამჭვირვალე არჩევნები
რა წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ ბორჯომში ოპოზიციური პარტიები
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/09/29 12:20:22

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებაბორჯომის საარჩევნო ოლქში პროპორციული სიით სულ 14 პარტიაა დარეგისტრირებული. პოლიტიკური პარტიები მალე საარჩევნო კამპანიასაც დაასრულებენ და შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლებს 24 საათი ექნებათ დრო, გაანალიზონ არჩევანი და შემოხაზონ სასურველი პოლიტიკური პარტია, მერობის კანდიდატი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დახვდება სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი: მერის, მაჟორიტარული და პროპორციული.


არჩევნების დადგომამდე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბორჯომში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი და ყვიბისის, რველის, კორტანეთის, ზანავისა და ბეშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაკურ გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს: - „გამოდგება ტაბაწყურის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი, მმართველი გუნდიდან და იტყვის ,,ღირსეულად" მოვიგე არჩევნებიო. მარტო იქნება ბიულეტენში, რადგან ოპოზიციის კანდიდატს ზეწოლით მოახსნევინეს კანდიდატურა. მოხსნის წესი და განგება შემდეგნაირი აქვთ. საარჩევნო კიბემდე მიაცილებს ერთი, რა თქმა უნდა, ოცნებიდან, შემდეგ ხვდება ოლქში ოცნების ოლქის წევრი და გადაიბარებს, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს გადააბარებს მიღება-ჩაბარების აქტით კანდიდატს, რათა სრულყონ ზედა ეშელონების წადილი ,,დემოკრატიული". ეჰ, ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა რა მოსატანია, როცა თავად ოცნებამ თავიანთი კანდიდატების ნაწილი ზეწოლით ჩართო საარჩევნო მარათონში“.



ბორჯომში "ევროპული საქართველოს" პროპორციული სიის პირველი ნომერი და  ბაკურიანის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბაქარ შირაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: პროპორციული სიიდან ერთ დღეში 4 კანდიდატი რომ იხსნის კანდიდატურას, დაშინებასთან გვაქვს საქმე. ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი დვირში იოსებ კევლიშვილი გახლდათ.


ბაქარ შირაძე კიდევ ერთ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც  ბორჯომის №17.36.01 საოლქო საარჩევნო უბანზე, ჩარხისწყალის, თორის ქუჩა №6-ში ვაწყდებით. აქ, საარჩევნო უბანი კორპუსის პირველ სართულზეა,  ,,ქართული ოცნებისმერობის კანდიდატის უზარმაზარი საარჩევნო ბანერი კი ამავე კორპუსის თვალსაჩინო კედელზეა გამოკრული, მაშინ, როდესაც საარჩევნო უბანზე აკრძალულია ყოველგვარი აგიტაცია არჩევნების დღეს. პარტიამ დარღვევასთან დაკავშირებით ოლქს საჩივრით მიმართა, რომელთაგან შემდეგი სახის პასუხი მიიღო, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს.

 

 არჩევნების დღეს ჩამოიხსნება თუ არა აღნიშნული ბანერი, 2 ოქტომბერს გავიგებთ.


 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედიაფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციასშესაბამისადფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 264
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია