საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები გაეშვება
2014/10/20 11:37:39

დღეიდან მიმოქცევაში ახალი, 2014 წელს გამოშვებული 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები გაეშვება. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილების მიხედვით, ახალი 100-ლარიანი ბანკნოტები, 2012 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტურია.

 

სების საბჭოს დადგენილებაში მითითებულია, რომ არ არის განსხვავება დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. ახალ ბანკნოტზე შეცვლილია მხოლოდ გამოშვების წელი და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა.

 

100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად ჩაეშვება და ანგარიშსწორება განხორციელდება შეუფერხებლად

 

საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, მიმოქცევაშია 1995 წლის 2 ოქტომბრიდან

 

წყარო: BPI

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია