დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შრომა ღირსეულად უნდა აანაზღაურონ
2009/12/14 14:24:54

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გაერთიანებული პროფკავშირები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა შრომის კოდექსში ცვლილებების დაუყოვნებლივ შეტანა იყო. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ 2009 წლის 3 თებერვალს პარლამენტში  შეიტანა კანონპროექტი შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის და უმუშევრობის შემწეობის შესახებ. თუმცა საქართველოს პარლამენტს დღემდე არ განუხილავს.

პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა იყო - უმუშევრობის შემწეობის დაწესება, სამუშაოზე დისკრიმინაციის აღმოფხვრა, 8 საათიანი სამუშაო დღე, ზეგანაკვეთური შრომითი ანაზღაურება და სხვა.

„ჩვენი მოთხოვნა შრომის ღირსეული ანაზღაურებაა. საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდებიან პოლიტიკოსები. ჩვენ გვინდა, რომ ეს თანხა მიემართებოდეს ჩვენი დებისა და ძმების უფლებების დასაცავად. აუცილებელია, რომ დასაქმებული ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს,“ - განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

გაერთიანებული პროფკავშირების აქციის პარალელურად საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირის წევრები   პირველ საჯარო სკოლასთან მე-13 ხელფასის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

პედაგოგებმა გაიხსენეს პრეზი-დენტის დანაპირები, რომ მასწავლებლებს ყოველთვის მიეცემოდათ ხელფასები და მათ არ დასჭირდებოდათ ამის მოთხოვნა. მაგრამ ხელისუფლება არ აპირებს პრეზიდენტის დანაპირების შესრულებას.

„თუ გავერთიანდებით ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 10000 მასწავლებლის მოთხოვნას სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის,“ - განაცხადეს პედაგოგებმა.

„დღეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენს  ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა. მე ამ შემთხვევაში ვისაუბრებ პედაგოგების უფლებებზე. დღეს, ფაქტობრივად, მასწავლებლებს იძულებით უწევთ მუშაობა, რადგანაც მათი ხელფასი არის მინიმალური, მათ არ აქვთ  შრომის და კვალიფიკაციის ამაღლების პირობები. გასულ წელს მათ მიიღეს მე-13 ხელფასი. ამ ადამიანებს ჰონორარზე მეტად აწუხებთ ღირსების გრძნობა. წელს ხელისუფლება არ ფიქრობს შეასრულოს დანაპირები და პედაგოგებს მისცეს მე-13 ხელფასი,“ - განაცხადა სპმთპ-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა მანანა ღურჭუმალიძემ.

პედაგოგებმა საბოლოოდ პარლა-მენტის წინ გაერთიანებული პროფ-კავშირების აქციაზე გადაინაცვლეს და ერთობლივი მოთხოვნა დააყენეს.

 

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1386
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია