დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ვიცე-მერი მერის მოვალეობის შესრულებას არ აპირებს
ავტორი:
2013/09/12 17:05:48

ქუთაისის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე მერის მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს.

"მივესალმები თუ კოტე ლომიძე გააგრძელებს ამ ფუნქციის შესრულებას. პირადად მე ამის სურვილი არ მაქვს. რაც შეეხება ბატონ დიმიტრის, ამ მასშტაბისა და განათლების  ადამიანი დარწმუნებული ვარ კარგ კარიერას გაიკეთებს თბილისში. შესაძლოა  რომელიმე სამინისტროშიც  გააგრძელოს მუშაობა ",- განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.

 

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი თანამდებობიდან გუშინ გადადგა.   მერის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა ხვალ,   საკრებულოს რიგგარეშე  სხდომაზე გახდება ცნობილი. არ არის გამორიცხული პოსტი ვიცე-მერმა  კოტე ლომიძემ ჩაიბაროს, რომელმაც  მერის ფუნქციები   ჯერ კიდევ დიმიტრი კოპალიანის  გადადგომამდე შეითავსა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია