საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
ლელა თოლორდავა:"ომიდან გაგზავნილი ,,სამკუთხა ბარათები" მომპარეს!!!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/27 18:07:21
ქუთაისელ ჟურნალისტს, ჩვენი რედაქციის ყოფილ ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომელს, ლელა თორორდავას, რომელიც ამჟამად იტალიაში "ბადანტედ" მუშაობს, სოციალური ქსელის საშუალებით ათიათასობით ადამიანი იცნობს. ის კვლავ ძველებურად გამოირჩევა პროფესიული აქტიურობითა და წერის ინდივიდუალური ემოციური სტილით. ყოველდღიურად მოუთმენლად ველოდებით მის პოსტებს სოციალურ ქსელში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პოსტი იყო მისი წერილი რამდენიმე დღის წინ:"ომიდან გაგზავნილი ,,სამკუთხა ბარათები". მისი წაკითხვა უცრემლოდ შეუძლებელია. ამ წერილით ლელამ ასიათასობით ადამიანის სათქმელი გაახმოვანა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელის უამრავმა "ფრენდმა" ლელას სიტყვები მიისაკუთრა, გადააკეთა  და თავისი ავტორობით გააზიარა. 

სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ვერც კი გრძნობენ, რომ ჩვეულებრივი ქურდობა ჩაიდინეს, სხვისი ნაწერი მიითვისეს და საკუთრად გაასაღეს. ამ წერილის გაზიარებას და გავრცელებას ლელა თვითონვე ითხოვდა, რომ ბევრს წაეკითხა, თუმცა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ლელას  ნაწერი თავად მიეთვისებინათ და ისე გაეზიარებინათ. ასეთი საქციელით ის ადამიანები არაფრით განსხვავდებიან მაღაზიის თუ ბაზრის ქურდებისგან.
აი, რას წერს ამ მტკივნეულ ფაქტთან დაკავშირებით ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში:
 
"ომიდან გაგზავნილი ,,სამკუთხა ბარათები" მომპარეს!!!
უკვე იმდენმა მიისაკუთრა ჩემი,, ომიდან გაგზავნილი სამკუთხა ბართები" , მიჭირს ყველასთვის ხმის მიწვდება და ახსნა იმისა, რომ მათი ქმედება, საავტორო უფლებების დარღვევაა .
აქეთ მდებენ ბრალს, ჩვენც შენსავეთ ემიგრანტი დედები ვართ, ჩვენი სათქმელიც ესააო და მადლობის გადახდას მთხოვენ, რომ გააზიარეს და თავიანთ სამეგობროს წააკითხეს
თქვენ ხომ გქონდათ წერილის ბოლოს მინიშნებული , გააზიარეთო

გააზიარეთ ნიშნავს სტატუსის გაზიარებას და არა - ტექსტის დაკოპირებას!!!
უმადური ნამდვილად არ ვიქნებოდი, დაკოპირებულ ტექსტზე ჩემი გვარ- სახელი მაინც რომ მიეთითებინათ.
ამათ კი რა ქნეს?! დააკოპირეს ჩემი წერილი, წაშალეს ჩემი და ჩემი შვილების სახელები, სანაცვლოდ ჩაწერეს თავიანთი შვილების გვარ- სახელები, დაურთეს თავიანთი ფოტოები და ასე გამოაქვეყნეს ფეისბუკის საკუთარ გვერდებზე.
ახლა კი ვერაფრით ვარწმუნებ, რომ ეს სხვისი წერილის მითვისებაა!!! რომ ეს ქურდობაა!!!
ასეთ ურთულეს დროს ამ საკითხზე საუბარი ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ჩემი უძილო ღამის ფასად დაწერილი წერილის, უპირველესად ჩემი შვილებისთვის გაგზავნილი წერილის მოპარვამ გული ძალიან მატკინა.
ამიტომაც გადავწყვიტე საჯაროდ მივმართო ყველას, ვინც ჩემი წერილი მიითვისა, ან მიანიშნონ , რომ აღნიშნული წერილის ავტორია ლელა თოლორდავა, ან არა და სასწრაფოდ წაშალონ!!!
თქვენ კი ჩემო ერთგულო მეგობრებო, როგორც კი წააწყდებით მსგავს ფაქტს, გთხოვთ , რეაგირების გარეშე არ დატოვოთ!!!
წინასწარ დიდი მადლობა!!!"
ხოლო მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ლელას წერილი , აქვე გტავაზობთ მის ფეისბუქლინკს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ტექსტის დედანს, ლელა თოლორდავას საავტორო სტატიას:ომიდან გაგზავნილი ,,სამკუთხა ბარათები"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია