საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკი ‘მრეწველები- ჩვენი სამშობლო’ რეგისტრაციიდან მოხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/10 14:18:09

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საარჩევნო ბლოკს, რომელიც მრეწველებს დაჩვენ სამშობლოსაერთიანებს, რეგისტრაცია გაუუქმა იმ მოტივით, რომ ბლოკმა კანონით განსაზღვრულ ვადებში პარტიული სია ვერ წარადგინა.   

მრეწველთა პარტია, რომლის ლიდერიც დეპუტატი გოგი თოფაძეა, პარტია ქართული ოცნების ყოფილი პარტნიორი იყო მმართველ კოალიციაში. პარტიაჩვენი სამშობლოსლიდერია ზვიად ჩიტიშვილი, რომელსაც საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა და რუსეთში ბიზნესები აქვს; მისი ერთერთი წინასაარჩევნო დაპირებაა რუსული პასპორტების დარიგება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ორმაგი მოქალაქეობა ქონდეთ. პარტიამ ნაციონალური მოძრაობის ოფისების წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფიტულები დაწვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბლოკმა კანდიდატების სარეგისტრაციო დოკუმენტები 8 სექტემბერს 18:00 საათზე ვადის ამოწურვამდე წარუდგინა, მაგრამ დოკუმენტაციას დეპუტატობის კანდიდატების სია აკლდა, რისი წარდგენაც მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ მოხდა.

მრეწველების და ჩვენი სამშობლოს საარჩევნო ბლოკი აღიარებს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის პროცესში გარკვეულიტექნიკური ხარვეზებიჰქონდა, თუმცა უარყოფს ვადის გადაცილებას.

დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ მრეწველთა პარტიიდან განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

 

ბლოკი ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგმავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია