დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
18 მაისს ქუთაისში ყველის ფესტივალი გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/07 14:05:07

18 მაისს ქუთაისში რიგით მეორე ყველის ფესტივალი, ქართული ყველის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება!


ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები იქნებიან: ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი ანა მიქაძე, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი,საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა, გასტრონომიული კულტურის მუზეუმის დამფუძნებელი ესმა კუნჭულია.

გამოფენა - გაყიდვა გაიმართება 12:00-დან 19:00 -მდე.


როგორც ქუთაისის ტურიზმის ცენტრში გვითხრეს, პროგრამაშია - ქართული ტრადიციული და უძველესი რეცეპტებით ყველის ამოყვანის მასტერკლასი: ყველი ტენილი,დამბალხაჭო,ქართული ტრადიციული ყველი ("იმერული სულგუნი") და ძველი იმერული კერძების მასტერკლასი.


ფესტივალს შემოურთდებიან სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებლები იმერეთიდან - ჩირი,ჩაი,თაფლი,აჯიკა,სუნელები...


ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს "ჩვენი კვარტეტი".


ქართული ყველის გამოფენა-გაყიდვა ღია ღონისძიება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია