საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბაღდათში მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/28 21:26:58

 

 

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა   გიორგი მიშელაძემბაღდათის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს   წარუდგინა.


სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად,  სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისწევრთარაოდენობაუნდა შეადგენდესარანაკლებ 20 მეპაიეს. სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისანდამისმეპაიეებსსაკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარივენახი. გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95% კი უნდა განეკუთნებოდეს ვაზის ნებადართულ ჯიშებს.


პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა   უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობისაშენება.

       

გიორგი მიშელაძის განცხადებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.


გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია