დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულელ გოგონას დახმარება სჭირდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/05 21:31:27

 

საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ ფანკლუბის ინფორმაციით, ტყიბულელ ფეხბურთელ გოგონას დახმარება სჭირდება.

 

 

როგორც 18 წლის ნინი გურგენიძის მეგობრები აცხადებენ გოგონა მძიმე დაავადებას ებრძვის და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რისი საშუალებაც ოჯახს არაქვს და ისინი დახმარებას საზოგადოებას თხოვენ.

 

საფეხბურთო კლუბ „მეშახტის“ განცხადებას „ოკრიბანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა


ტყიბულელ ნინი გურგენიძეს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება!..

ალბათ ყველა ტყიბულელმა იცით ჩვენი თანაქალაქელი ფეხბურთელი გოგონა, რომლის წარმატებული კარიერის შესახებ არაერთხელ მოგვიყოლია.

 

ნინის აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა საზღვარგარეთ.
მკურნალობისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც ოჯახს არ გააჩნია.

 

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას გავერთიანდეთ ნინი გურგენიძისათვის!..
თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მცირედით დავეხმაროთ

 

ნინის მეგობრების და თანატოლების ინიციატივით ოთხშაბათს 6 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში – CINEMA PARADISO გაიმართება კინოჩვენება, ბილეთის ფასი იქნება 5 ლარი, რომლიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ნინის ოჯახს.

 

ფილმის დასახელება: ოქტომბრის ცა – OCTOBER SKY
ასევე გამოყოფილი იქნება სპეციალური ყუთი, რომელშიდაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი თანხის შემოწირულობის სახით გაღებას.

 

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი GE95BG0000000284257600
მიმღები: გურგენიძე რამაზი
ტელ: 599 651 800 (დედა – მაკა)

ყველაფერი კარგად იქნება!.. ნინი „ ნათქვამია განცხადებაში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია