დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სინგაპურში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი და საქართველო–სინგპაურს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/26 22:11:00

2018 წლის 25 ოქტომბერს სინგაპურში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი და საქართველო–სინგპაურს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

 

ღონისძება ორგანიზებული იყი სინგაპურში საქართველოს საელჩოს (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა) და სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულის პიტერ ტანშუის მიერ. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სინგაპურში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ. სინგაპურის მხრიდან საპატიო სტუმრის სტატუსით კი მონაწილეობდა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს უფროსი საპარლამენტო მდივანი ტან ვუ მენგი (Senior Parliamentary Secretary Dr. Tan Wu Meng).


დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სინგაპურში საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა და მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ თავის სიტყვაში ისაუბრა პირველი რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე, საქართველო–სინგაპურის ურთიერთობებზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და განვითრების პერსპექტივებზე. გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ სამხრეთ აზიის რეგიონის სახელმწიფოებთან და განსაკუთრებით სინგაპურთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს განეკუთვნება.

 

სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა საპარლამენტო მდივანმა ტან ვუ მენგმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ სინგაპურის ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს წარმატებული რეფორმების, მიღწევების, მდიდარი კულტურისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ. აღნიშნა, რომ სინგაური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომ განვითრებას.

 

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ სინგაპურის ხელისუფლების, ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების და მედიის წარმომადგენლები. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, რომლის ექსპორტი სინგაპირში მიმდინარე წელს დაიწყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია