საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გახსნილი თავშესაფრებით მხოლოდ 1 ადამიანი სარგებლობს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/16 13:29:28

მიუსაფართათვის ქუთაისში  24 ადამიანზე გათვლილი 2 თავშესაფარი გაიხსნა. კარვები საღორიაზე სპორტის სასახლის უკან დაიდგა. ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის კახა დალაქიშვილის განცხადებით, ქუთაისში გახსნილი თავშესაფრით ამ დროისთვის მხოლოდ 1 ადამიანი სარგებლობს.


„სპორტის სასახლის უკან ორი კარავი დაიდგა, თუმცა, თავშესაფრით ამ დროისთვის მხოლოდ 1 ადამიანი სარგებლობს. გაფრთხილებულია საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები, თუ ქალაქის მასშტაბით აღმოაჩენენ მოქალაქეს, რომელსაც ქუჩაში უხდება ღამის გათევა, თავშესაფარში გადაიყვანონ.  მიუსაფარი ადამიანები უზრუნველყოფილნი იქნებიან გათბობით და ორჯერადი კვებით. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი თავშესაფრებიც გაიხსნება"–აღნიშნა კახა დალაქიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ  მიუსაფართათვის სპეციალური კარვები დიდ ქალაქებში რამდენიმე დღის წინ  პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით დაიდგა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია