დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი შენგელიამ გამარჯვების მუნიციპალიტეტს ანგარიში ჩააბარა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/30 15:39:00

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ გამარჯვების მუნიციპალიტეტს ანგარიში ჩააბარა.

 

ანგარიში მოიცავდა უფლებამოსილების ვადის პირველი ეტაპის ფარგლებში მაჟორიტარის გაწეულ მუშაობას, განხორციელებულ პროგრამა-პროექტებს, მოქალაქეებთან კომუნიკაციის გზებსა და სამომავლო გეგმას.

 

" აღნიშნლი შეხვედრით მინდა ნათლად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ყოველთვის ვიქნები ანგარიშვალდებული გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების წინაშე და ვიქნები მათი აქტიური ხმა საკრებულოში" - ამბობს ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მისივე თქმით მიშვნელოვანია მოქალაქეები იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული, ახორციელებდნენ მონიტორინგს მიმდინარე პროგრამა-პროექტებზე, ფლობდნენ ინფორმაციას მათი წარმომადგენელი მაჟორიტარის საკრებულოში საქმიანობის შესახებ და ასევე, იცოდნენ თუ რა სამომავლო გეგმა არსებობს ოლქში განსახორციელებლად.

 

"ანგარიში გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს" შეხვედრას 200-მდე მოქალაქე ესწრებოდა. მათ შორის იყო გამარჯვების ოლქის მცხოვრებლები, არსამტავრობო - სამტავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები. როგორც ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ირაკლი შენგელიასგან ანგარიში გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო-სამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტის" გენერალური დირექტორის ლელა სებუას თქმით შეხვედრა არის საინტერესო პრეცედენტი. "საზოგდოებას ხშირად უნდა აბარებდეს თვითმმართველობაში დასაქმებული პირები ანგარიშს, კანონიც ავალდებულებთ. დღვანდელი შეხვედრა არის საინტერესო პრეცედენტი.

 

ჩვენ გვქონდა შემთვევა გვეთანამშრომლა ირაკლი შენგელიასთან და მიხარია, რომ იგი ყოველთვის არის პასუხისმგებლობით სავსე სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის დროს" - განაცხადა ლელა სებუამ, "განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი. მაჟორიტარი გეგმავს მისი საკრებულოს წევრად ყოფნის განმავლობაში წელიწადში ორჯერ საჯარო და მასშტაბური შეხვედრით ჩაბაროს ანგარიში ხალხს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია