დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"თბილისის წიგნის დღეები" დაიწყო...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/11/26 11:09:40

დღეს საგამოფენო ცენტრშიექსპო ჯორჯია“ (მე-11 პავილიონი) საზეიმოდ გაიხსნა  „თბილისის წიგნის დღეები“. გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ოთარ ყარალაშვილი ესწრებოდნენ.


 კულტურის მინისტრმა აღნიშნა,რომ თბილისის წიგნის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
“ფესტივალი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტის ფარგლებში. ეს ამ ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში საგანმანათლებლო კომპონენტი არის წარმოდგენილი, ჩატარდება სემინარები, ყველა დაინტრესებულ პირს საშუალება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ამაში. ასევე ვფიქრობ, რომ სადისკუსიო პანელი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად მოპატიჟებული სტუმრები ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. საუბარი იქნება საგამომცემლო საქმეზე, მომავალზე, პერსპექტივებზე. ცხადია ეს სფერო მთავარი პრიორიტეტია კულტურის სამინისტროსთვის. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა გამომცემელმა შეძლოს ინტეგრაცია მსოფლიო ბაზარზე, რაც შეიძლება მეტი ჩვენი ავტორი თარგმნილი იყოს სხვადასხვა ენებზე და მინდა მივულოცო ყველას ამ ფესტივალის დაწყება და მადლობა მის ორგანიზატორებს”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

წელსთბილისის წიგნის დღეები“ („Tbilisi Book Days“) ორი კომპონენტისგან შედგება: წიგნის ხელოვნების ფესტივალი და წიგნის ბაზრობა.

 

წიგნის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართველი და უცხოელი ილუსტრატორების, წიგნის დიზაინერებისა და გამომცემლობების გამოფენები, ჩატარდება ლექციები და შეხვედრები. განსაკუთრებით ვრცელია საგამოფენო პროგრამა - 17 გამოფენიდან 3 მოიცავს ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა გამოფენებს, ხოლო 14 ექსპოზიცია ეთმობა საერთაშორისო შემოქმედებით გაერთიანებებსა და ცნობილ მხატვარილუსტრატორთა ნამუშევრებს.


თბილისის წიგნის დღეებისმეორე მნიშვნელოვანი მიმართულება წიგნის ბაზრობაა, რომელიც საქართველოს ყველა გამომცემელს აერთიანებს. გამომცემლობები ფესტივალის სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლების აქციებსა და სხვა სიხალეებს შესთავაზებენ.


ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება საბავშვოსაგანმანათლებლო პროგრამები - 4 დღის განმავლობაში მოზარდებისთვის მოეწყობა ხატვისა და ხელოვნების გასართობი გაკვეთილები, ასევე ინტერდისციპლინური აქტივობები პატარებისთვის.


თბილისის წიგნის დღეებისფარგლებში თბილისს ესტუმრებიან მსოფლიოს პრესტიჟული კონკურსების გამარჯვებული დიზაინერილუსტრატორები, გამომცემლები და აშშსა და ევროპის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები და ექსპერტები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში ლექციებსა და ვორქშოფებს გამართავენ.

 


“თბილისის წიგნის დღეები” 30 ნოემბერს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება, სადაც ყველა სტუმარს შესაძლებლობა აქვს სასურველი წიგნი ფასდაკლებით შეიძინოს


თბილისის წიგნის დღეებისაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, წიგნის ხელოვნების ცენტრისა დაექსპო ჯორჯიასორგანიზებით იმართება. ფესტივალის მთავარი ფინანსური მხარდამჭერია გერამანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 


ინფორმაცია ფესტივალის განრიგისა და სხვა საინტერესო სიახლეების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე - http://bookexpo.ge/

 


ასევე, https://www.facebook.com/BookDaysTbilisi/?fref=ts


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია