დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები
გრიგოლ ვაშაძე: "ამ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ, რომ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ძველი ხელისუფლება გავისტუმროთ პენსიაზე"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/17 22:35:54

 

დღეს ქუთაისში ოპოზიციური პარტიების ერთობამ - "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატადნაციონალური მოძრაობისპოლიტსაბჭოს წევრ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა წარდგნა.

 

წარდგენის ცერემონია ბაგრატის ტაძრის ეზოში, საღამოს 9 საათზე შედგა და მას კოალიციის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. მათ შორის  -  ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და ცნობილი ბანი პაატა ბურჭულაძე.

 

ოპოზიციური პარტიების წევრების თქმით, ბაგრატის ტაძარი სპეციალურად შეირჩა, როგორც გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს  სიმბოლო.


 ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პოლიტიკური პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.


"ძალა ერთობაშია!" - ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი. 

 

 "ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ, რომ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ყოველგვარ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას  და მორალურ უფლებას მოკლებული პარლამენტარები და ხელისუფლება გავისტუმროთ პენსიაზე. არავითარ შურისძიებას არ ვაპირებთ. არავის დევნას არ ვაპირებთ, მაგრამ დაჯდეს ეს ხალხი სახლში და აცადოს მათ, ვინც საქმის კეთება იცის... ჩვენ გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციას, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ, საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, მოლაპარაკებებს ჩვენს აფაზ და ოს თანამემამულეებთან"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისას

 

"მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, გვქონდა უფლება აგვერჩია ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, "ქართულმა ოცნებამ", რომელიც სინამდვილეში ოცნება კი არა ჩვენი საერთო უბედურებაა, წაგვართვა ეს უფლებსა და ეს საპრეზიდენტო არჩევნები არის შანსი, რომ შევცვალოთ რეალობადავიბრუნო სახელმწიფო, დავიბრუნოთ ჩვენი უფლებები. დღეს აქ ვარ მე, საქართველოს უძველეს ქალაქშირათა წარმოგიდგინოთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია და პრტეზიდენტობიოს კანდიდატი  გრიგოლ ვაშაძე "-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ

მისივე თქმით,უნდა დასრულდეს ოლიგარქის ერთმმართველობა და რაც შეიძლება სწრაფად.

 

 

შეგახსენებთ: ათი ოპოზიციური პარტიის ახალი გაერთიანების "ძალა ერთობაშია" შემადგენლობაში არიან: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე; "საქართველო ლიდერთა შორის" - მამუკა გამყრელიძე; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია.

 

ასევე ცნობილია, რომ ,გრიგ ვაშაძე თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა და მეორე ტურში გავიდა, მაგრამ პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია