საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე ქვების და დეისის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/10/01 13:52:06

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - ქვების და დეისის მოსახლეობას შეხვდა.

ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ტალახაძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, მომავალი ოთხი წელი ხარაგაულის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ორგანომ  კოორდინირებულად რომ იმუშაოს, აუცილებელია ძლიერი საკრებულო, რისთვისაც საჭიროა ამომრჩევლმა მხარი დაუჭიროს “ქართული ოცნების“ კანდიდატებს.

მისივე თქმით, სოფელ ქვებში უკვე მიმდინარეობს ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია, ქართული ოცნებისკანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში კი, 2018 წელს დეისის გზის რეაბილიტაციაც იგეგმება.

გზა ყველა სოფელს - ჩემი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია და პირობას ვდებ, ეს აუცილებლად შესრულდებ. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ხარაგაულის 77-ვე სოფელი რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება მუნიციპალურ ცენტრს, - განაცხდა თოფურიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია