საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეჟისორი ლაშა გაგოშიძის ფილმის პრემიერა ,,თეჯრის მიღმა“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/04 18:29:04

 

ქუთაისში დოკუმენტური ფილმითეჯრის მიღმა-ს  პრემიერა ორმაისობის ღონისძიების ფარგლებში კინოეთეატრ ,,საქართველოშიშედგა, რომელიც მიეძღვნა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან 70- წლისთავს, რომლის რეჟისორი ლაშა გაგოშიძეა.

 

   ფილმში გამოყენებული იყო ფოტო და ვიდეო მასალა რეჟისორის პირადი აქივიდან. სცენარი შეკრულია თოჯინური გმირის რენეს ამბავით, რომელიც ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს ნაწარმოების ,,უსახლკაროსმიხედვით შეგმნილი პიესის ცისფერი კოცონის პერსონაჟია.

 

   ფილმის ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა. იყო ბევრი ცრემლი, სიხარული და განცდა წარულისა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დამსახურებული მსახიობები, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი სიყვარულითა და თავდადებით ემსახურნენ თოჯინების  თეატრს
_ სამწუხაროდ სპონსორი ვერ მოინახა, რომ უფრო მეტი მეჩვენებია მაყურებლისათვის. ერთადერთი ვინც ფინასური დახმარება გამიწია პარლამენტარი ისკო დასენია, რომლითაც ტექნიკური საკითხები მოვაგვარე. თუმცა როცა რაღაცა ძალიან გინდა და შენს სულიერ მოთხოვნილებად თვლი ყველაფერი შესაძლებელია. მე თხოვნით მივმართე კინოთეატრ,,საქართველოსდამფუძნებელს, ბატონ თენგო აბესაძეს მხარდაჭერა გამოეხატა ჩემი ნაშრომის სათანადოდ წარსადგენად აასთან ერთად მაქვს 70-მდე მიმართვის წერილები მხარდაწერისათვის, თუმცა ამაოდ. მინდა მადლობა გადავუხადო აგრეთვე მერიის კულტურის სამსახურს და ააიპ კულტურის განყოფილებას მხარდაჭერისათვის განაცხადა ფილმის რეჟისორმა ლაშა გაგოშიძემ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია