დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი შენგელიას პოლიტიკური ტრიბუნა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/11/21 16:05:01

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებილო ოფიციალურად დამტკიცებულია. საკრებულოს წევრების უმრავლესობას მმართველი პოლიტიკური ძალის, "ქართული ოცნების " წევრები შეადგენენ. ვინ როგორ დაამახსოვრებს თავს ამომრჩეველს და რომელ მაჟორიტარს  რა გეგმები აქვს, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ps.news.ge ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას ახალი რუბრიკით "შენი ხმა საკრებულოში"


ამჯერად რუბრიკის პირველი სტუმარია და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს უმრავლესობის წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამარჯევბის ოლქის მაჟორიტარი ირაკლი შენგელია.


"პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ახალ საკრებულოს ნდობის მანდატი. წინასაარჩევნო  კამპანიის ფარგლებში აქტიურად  ვიმუშავეთ და ჩვენი საარჩევნო პროგრამა მოსახლეობისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. გამარჯვრბის ოლქში შევისწავლეთ მთავარი გამოწვევები და შევიმუშავეთ ხუთპუნქტიანი გეგმა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

გამარჯვების ოლქში მთავრი გამოწვევაა  მდინარე ოღასკურის პრობლემაა.  ერთჯერადი ინტერვენცია უკვე დავიწყეთ და მიმდინარეობს  კალაპოტის გაწმენდა. გარდა ამისა, იგეგმება სამარშუტო გაჩერებების მოწესრიგება, სპორტული მოედნების მოწყობა, ფასადების პრობლემის აღმოფხვრა და. ა.შ  ჩვენ შევეცდბით, ჩვენს გუნდთან ერთად, "ქართულ ოცნებასთან" ერთად,  ვიზრუნოთ არამარტო გამარჯვების ოლქზე, არამედ მთელ - ქუთაისზე."

 

ირაკლი შენგელიას თქმით, ის აპირებს ყველა იმ პრობლემაზე  მუშაობას, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველმა  დაუსახელა. 

 

ჩვენი რედაქცია  აქტიურად მიადევნებს თვალს ადგილობრივი თვითმმართველიობის საქმიანაობას და  ოთხი წლის შემდეგ  თითოეული მაჟორიტარის მიღწევების შესახებ მოსახლეობის შეფასებებს შემოგთავაზებთ.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია