დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ამერიკელმა მკვლევარმა საჯარო ლექცია წაიკითხა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/28 12:00:03

აშშ-ს საელჩოს მოწვევით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი მოგზაური და მკვლევარი ტიმ კაჰილი იმყოფებოდა. სტუმარს თან ახლდა საელჩოს კულტურული ატაშე საქართველოში ჯეიმს დუი. ვიზიტის მიზანი იყო საჯარო ლექცია თემაზე: „ამერიკის ველური ბუნება“. ლექციას ესწრებოდნენ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, ასევე ამერიკისმცოდნეობის ზაფხულის სკოლის მსმენელები.

 

„საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების რჩევით ჩამოვედი და მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტიბა მივიღე, რადგან ვფიქრობ, სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩემი ლექციისადმი. აქ პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ ქართული სტუმართმოყვარეობით და საუკეთესო სამზარეულოთი,“ – აღნიშნა ამერიკელმა მკვლევარმა.

 

ტიმი არის  ერთ-ერთი დამფუძნებელი რედაქტორი ჟურნალისა „Outside Magazine“, რომელმაც რამდენიმე ეროვნული ჯილდო მიიღო, მათ შორის ოთხი   „საყოველთაო ოსტატობაში“. იგი რვა წიგნის ავტორიაიაგუარებმა დაგლიჯეს ჩემი სხეული“,  „გზის ციებ-ცხელება“, „დელფინები“, „დამარხული სიზმრები,  „შეაჩერეთ გასხივოსნება და სხვ. მას 300-ზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული National Geographic-ში, GEO-ში, The New York Times Book Review-ში და სხვა ცნობილ გამოცემებში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია