დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული დიპლომატიის დღის აღსანიშნავად თსუ-ში ინტერაქციული ხასიათის შეხვედრა გამართა
2017/11/03 19:48:00

ქართული დიპლომატიის დღის აღსანიშნავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტერაქციული ხასიათის შეხვედრა გამართა.


ღია კარის დღეზე, სადაც მოწვეული სტუმრები საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას გაეცნენ, წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები. ღონისძიების მიმდინარეობისას სამინისტროს ხელმძღვანელობამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინა და ამ კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. 


"ჩვენმა სახელმწიფომ განხორციელებული რეფორმებითა და ცვლილებებით ბევრ წარმატებას მიაღწია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე და ამაში ასევე დიდია ჩვენი დიპლომატების წვლილი, ჩვენი სისტემის თითოეული თანამშრომლის წვლილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი დიპლომატების. დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, დგას გამოწვევების წინაშე, ასევე გადავდგით დიდი ნაბიჯები ეროვნული ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად. ეს არის, მათ შორის ქართული დიპლომატიის 25 წლიანი მუშაობის შედეგი და მე ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო ამ გუნდის წევრი"-მიმართა დამსწრე საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.


მან ვრცლად მიმოიხილა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო წლის მიღწევები, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულებით. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც იყვნენ უმაღლესი სასწავლების სტუდენტები, მედიისა და ექსპერტული წრის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მინისტრის მოადგილეებმა წარუდგინეს მოკლე პრეზენტაციები საკურაციო სფეროების კუთხით და ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ შედეგებზე.

 

დიპლომატის დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს პირველად უმასპინძლა. გასულ წლებისგან განსხვავებით მიმდინარე წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროფესიული დღესასწაული ღია კარის დღის პრინციპით აღნიშნა. უნივერსიტეტში ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს გააცნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმების, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი და შესაძლებლობები. მათ საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ და გასაუბრებოდნენ სამინისტროს თანამშრომლებს. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე მიესალმა სამინისტროში კონკურსის წესით დასაქმებულ ახალ თანამშრომლებს და მათ წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია