დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ ბარკალაია: შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ
2021/03/05 13:45:00

საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მხარი დაუჭირა და მისი რატიფიცირება მოხდა.

 

ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას.

 

ოქმი ითვალისწინებს შშმ პირთა ინდივიდუალური საჩივრების განხილვას, კონვენციის უხეში, სისტემატური დარღვევის შემთხვევებში, საიმედო მტკიცებულებების გამოკვლევასა და რეკომენდაციის მიღებას.

 

 „დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა.  საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მხარი დაუჭირა და მისი რატიფიცირება მოხდა.  რაც იმას ნიშნავს, რომ შშმ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საკუთარი უფლებების აღდგენას ვერ მოახერხებენ, მათ საერთაშორისო დონეზე გაეროს შშმ პირთა კომიტეტში საკუთარი უფლებების აღდგენა შეეძლებათ.  ჩვენ ვუერთდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც  მაღალ დონეზე აყენებენ ზოგადად ადამიანის უფლებებს და კონკრეტულად კი  შშმ პირების უფლებებს. ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვას, მათ სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მონე პირთა უფლებების კონვენცია“ ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა, კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა, ასევე, რატიფიცირებული იქნა კონვენციაც, თუმცა ოქმის რატიფიცირება არ მომხადარა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია