დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულომ შამუგია ოფიციალურად „გაუშვა“
2009/12/08 16:40:44

ქუთაისის საკრებულომ დღეს ნუგზარ შამუგიას განცხადება – თანამდებობიდან წასვლის შესახებ – დააკმაყოფილა.  ვაკანსიად გამოცხადებულ მერის ადგილზე უახლოესი ორი კვირის მანძილზე მსურველებს საკუთარი კანდუდატურის წარდგენის საშუალება ეძლევათ. ერთი თვის შემდეგ კი ქუთაისს, ამჯერად ახალი, რიგით მეცხრე მერი ეყოლება. სავარაუდოდ, მისი წარსული და აწმყო ნაციონალურ მოძრაობას უნდა უკავშირდებოდეს, რადგან, როგორც კულუარებში ამბობენ, ეს ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იქნება ქუთაისის მერის ასარჩევად. მანამდე კი ქალაქის მერის მოვალეობას პირველი ვიცე-მერი, ზაზა ნუცუბიძე, შეასრულებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია