დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში ბაგირგზის მარშრუტირება მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/07/24 13:05:47

ჭიათურაში, სადაც საბაგირო გზა მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, ამ ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015-16 წლებშიუნდა განხორციელებულიყო. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის  “Pomagalski”-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტიან ბუვიემ მოაწერეს. ახალი საბაგირო გზების მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 13 მილიონი ევროთი აფინანსებს.

(ამ თემაზე ჩვენ ადრეც ვწერდით http://psnews.ge/index.php?m=149&jur_id=648  )

 

როგორც ნათქვამი იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომლის ჯამური სიგრძე დაახლოებით  2.5 კილომეტრს (დაზუსტებით კი _ 2480 მეტრს) შეადგენს.

 

რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან (ნაგუთი, სანატრიუმი, რუსთაველის ქუჩა, მუხაძის ქუჩა) დააკავშირებს. საბაგირო გონდოლური ტიპის იქნება, რომლის სიჩქარე წამში 5.5 მეტრი იქნება. კაბინები კი 6 ადამიანზეა გათვლილი.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე  აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია Pomagalskiუზრუნველყოფს. როგორც კულუარულად  საუბრობენ, ამ პროექტის  იდეის ერთ-ერთი ავტორი და ხელისშემწყობი ყოფილი „საფოსტო ბანკის“ ხელმძღვანელი სერგო იაკობიძეა. ამ საკითხს ასევე ლობირებდა საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი წევრი სულხან მახათაძე, რომელიც პროექტის დაწყების დროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

 

პროექტი, რომელსაც სამართლიანად უწოდეს ჭიათურის საუკუნის პროექტი, დაგვიანებით დაიწყო და მისი დასრულების ზუსტი დრო არც ახლაა ცნობილი.


 გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციური ძალები აცხადებდნენ იმასაც, რომ ბაგირგზების პროექტი იყო ბლეფი და მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხდებოდა ამომრჩევლის მოტყუება.


ჭიათურის ცენტრში ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა, დასრულების ვადაზე კვლავ ეჭვობენ ადგილობრივები. მთავარია, რომ პროექტის დასაწყისში ძველი ინფრასტრუქტურა უსაფრთხოდ დაიშალა (იყო საშიშროება, რომ ძველი ბაგირგზებისა და სადგურების დემონტაჟისას გაუთვალისწინებელი შედეგები დამდგარიყო, თუმცა, უსაფრთხოების ნორმების სრულად დაცვამ განაპირობა სასურველი შედეგი).


 ამჟამად დაისვა კიდევ ერთი საკითხი: ბაგირგზის ერთ-ერთი მიმართულების ქვეშ მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი მოითხოვს ბაგირგზის მშენებლობის შეჩერებას და ხაზის გაუქმებას ტაძრის „კვეთაზე“, ჩვენ ვეცადეთ სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვერკვია ფართო მასების შეხედულება აღნიშნულზე. არცერთი უარყოფითი აზრი არ დაფიქსირებულა ბაგირგზის მარშრუტირებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ერთ-ერთ კომენტარს: „ქალაქში ტაძრის მშენებლობის საკითხი 90-იანიწლების დასაწყისშდადგა. შეირჩა ადგილმდებარეობაც, მაღლობზე, ყოფილი სასამართლოს შენობის ადგილას, (ნაგუთის საბაგიროს შუალედური სადგურის ქვემოთ) ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოებიც, მართალია, იქიმ სიდიდის ტაძარი ვერ აშენდებოდა, როგორიც ახლა აშენდა, მაგრამ ვფიქრობ, ქალაქს მეტად დაამშვენებდა“ (კომენტარის ავტორია ჭიათურის საკრებულოს წევრი გოჩა ბარელაძე).


ელისო ხოჯანაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია