დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ მალავენ რეპეტიტორები მოსწავლეებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/27 12:26:51

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და არჩევანის თავისუფლების“ თავმჯდომარემ ლია გვენეტაძემ საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემა გააკრიტიკა და განათლების სამინისტროსგან საჯარო სკოლის სტატუსის შეცვლა და მე-12 კლასის გაუქმება მოითხოვა. როგორც გევნეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არსებულმა საგანმანათლებლო სისტემამ და სკოლებში ვაუჩერიზაციამ არ გაამართლა, რითიც დაზარალებული მოსწავლეები რჩებიან.


„სამწუხაროდ, 2008 წელს მიღებულმა რეფორმამ არ გაამართლა და საქართველო, განათლების თვალსაზრისით, ბოლო ათეულში მოხვდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია საშუალო სკოლის საჯარო სკოლად გადაკეთებით და მე-12 კლასის დამატებით. ფაქტობრივად, მე-12 კლასში ბავშვები არაფერს სწავლობენ. ახალი რეფორმით, სკოლაში მხოლოდ წერა-კითხვა ისწავლება, რაც 10 წელიწადში მოგვცეს ისეთ ვითარებას, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრები აღარ იქნებიან,“ - განაცხადა გვენეტაძემ.

 

ლია გვენეტაძე სკოლებში არსებულ რეპეტიტორობის სისტემასაც შეხო. მისივე განცხადებით, თუ მშობელს ფული არ აქვს, მისი შვილი უსწავლელი რჩება, რადგან ყველა საგანში მომზადებას ვერ ახერხებს, რითაც ირღვევა ბავშვის კონსტიტუციური უფლება – მიიღოს განათლება.


შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო კანონმდებლობით საჯარო სკოლების მასწავლებლებს ეკრძალებათ საკურათი მოსწავლის რეპეტიტორობა, თუმცა,  მიუხედავად არსებული აკრძალვისა, კანონდარღვევა ქუთაისის თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ხდება. რეპეტიტორები კი საშემოსავლოს არ გადახდის მიზნით მოსწავლეების მომზადების ფაქტებს მალავენ.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია