დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალ-აქტივისტებს პარტიის სამსახური დაუფასდათ
2009/10/19 15:04:07

გასული კვირის ბოლოს რესპუბლიკურმა პარტიამ თვითმმართველობებს მორიგი ბრალდებები წაუყენა. ამჯერად რესპუბლიკელების ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ მედიას განუცხადა, რომ ხელისუფლება ახალი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, რადგან სკოლების სამეურვეო საბჭოებში სათათბირო ხმის უფლებით ის ადამიანები დანიშნეს, რომლებიც წინა არჩევნებზე  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები იყვნენ.

ნატო ქათამაძე: „2009 წლის 22 სექტემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ მიმართა ქ. ქუთაისის მერიას წერილით, რათა მოეწოდებინათ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მათ მიერ დანიშნული ადამიანების შესახებ ინფორმაცია. მერიამ 5 სექტემბრის პასუხით თავი აარიდა ინფორმაციის მოწოდებას და მოგვწერა, რომ საბჭოს წევრები დაინიშნენ პირადი განცხადებების საფუძველზე.

ჩვენს მიერ არაოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ  პასუხის არმოცემა მოხდა შეგნებულად, ანუ იმ ინფორმაციის დაფარვის მიზნით, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ. კერძოდ, მერიამ, 22.06 2009 წლის ?977 ბრძანებით, ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლების სამეთვალყურეო საბჭოებში ხმის უფლებით საბჭოს წევრებად დანიშნა ნაციონალების პარტიული აქტივი.“ მაგალითისათვის რამდენიმეს მოყვანაც საკმარისი გახდა:

 მე-11 საჯარო სკოლა - დანიშნულია ციალა კუბლაშვილი, ?107 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე; მე-17 საჯარო სკოლა - დანიშნულია თინათინ კაშმაძე, ?17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე; მე-18 საჯარო სკოლა - დანიშნულია ლელა ბასილაძე, ?28 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე;  22-ე საჯარო სკოლა - დანიშნულია ავთანდილ ღვინეფაძე, ?95 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე; 44-ე საჯარო სკოლა, დანიშნულია ზურაბ ჯანელიძე, ?92 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე;  35-ე საჯარო სკოლა, დანიშნულია ზურაბ ისაკაძე, ?62 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;  50-ე საჯარო სკოლა - დანიშნულია ჯამბულ ხარაბაძე, ?66 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;  33-ე საჯარო სკოლა - დანიშნულია მანანა ნიჟარაძე, რომელიც კომისიის თავმჯდომარე თვითონ არ ყოფილა, სამაგიეროდ, რძლისა და ვაჟის ძველი ნაციონალური აქტივობა დაუფასდა. ?6 საარჩევნო უბანში, კომისიის თავმჯდომარე იყო მისი რძალი (შვილის ცოლი), მარიამ ნიჟარაძე, ხოლო  შვილი, ოთარ ნიჟარაძე, ?105 საარჩევნო უბანში გახლდათ კომისიის წევრი ნაციონალებიდან.“

ქუთაისის მერის მოადგილე დავით გორდელაძე რესპუბლიკელების ბრალდებებს კომენტარის ღირსადაც არ მიიჩნევს.

„ჩვენ მივეცით მათ სრულყოფილი ინფორმაცია და კეთილი ინებონ, შიგ ჩაიხედონ,“ - გვითხრა დავით გორდელაძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია