დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ძარცვავს სემეკი ქუთაისელებს
2009/09/30 13:40:08

ქუ­თა­ის­ში იმა­ტა დაჯარი­მებულ­მა აბონენ­ტებმა და მათ­მა უკ­მაყოფი­ლებამ.  ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის გა­და­სახადის ერ­თი დღის დაგ­ვი­­ნების შემთხვე­ვა­შიც კი „ენერ­გო-პრო“, სე­მე­კის გა­დაწყვე­ტი­ლების სა­ფუძ­ველ­ზე, მომხმა­რებელს დე­პო­ზიტ­ზე თანხას არიცხავს. ამის მე­რე აბონენტს მიმ­დი­ნა­რე გა­და­სახად­თან ერ­თად ვა­ლად უკ­ვე დე­პო­ზი­ტის თანხაც აწევს. თუ აქამ­დე  ერ­თი ტი­პის გა­და­სახადის გა­დახდა უჭირ­და, მე­­რის და­მა­ტება კი­დევ უფ­რო პრობლე­მუ­რი ხდება, შე­საბამი­სად, გა­თი­შუ­ლი აბონენ­ტების რიცხვი იმა­ტებს. ბათუმ­ში ანა­ლო­გი­­რი გა­და­სახადი მოიხსნა, ქუ­თა­ის­ში კი სა­­მი­სოდ ჯერ ად­გი­ლობრივ­თა პრო­ტეს­ტი არ კმა­რა!

 

დაჯარი­მებას ბან­კის მომ­სახურების 50 თეთ­რიც და­­მა­ტა... 

 

ეს პრობლე­მა თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩის  №22-ში მცხოვ­რებ მაყვა­არ­ჩვა­ძე­საც შე­ექ­მნა. მის აგ­ვის­ტოს ქვი­თარ­ში დე­პო­ზიტ­ზე შე­სა­ტან თანხად 15,28 ლა­რია მი­თი­თებული, მთლი­ან და­ვა­ლი­ა­ნებად _ 30 ლა­რი. სა­ი­დან შე­იკ­რიბა ეს ჯამი, ჯერ ვერ გა­არ­კვი­ა, ხოლო სექ­ტემბრის ქვი­თარ­ში შე­სავ­სებად დე­პო­ზი­ტად 6,58 მი­ე­თი­თა..

„რამ­დე­ნი­მე დღით და­მიგ­ვი­ან­და დე­ნის ფუ­ლის გა­დახდა, თუმ­ცა თვის ბოლომ­დე გა­და­ვიხადე, მაგ­რამ ერ­თად 30 ლა­რი, რა­ტომ და­მა­რიცხეს, ვერ მივხვდი. აქე­დან 22 ლა­რი ჯარი­მა უნ­და იყოს, _ ამბობს მაყვა­ლა არ­ჩვა­ძე.

აბონენ­ტი იმა­ზეც საუბრობს, რომ ვა­და­გა­ცი­ლების შემთხვე­ვა­ში თუ დაჯარი­მების ახალი ფორ­მა და­წეს­და, ამის შე­სახებ  არა­ფე­რი იცო­და: „გაფრთხილებული არ ვყოფილ­ვარ, მითხრეს, სა­დარბაზოებში იყო გა­მოკ­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ო, მაგ­რამ მე გა­რე­დან მაქვს კა­რები და სა­დარბაზო­ში შეს­ვლა არ მიხდებოდა. ვინც  ჩვენს უბან­ზეა მო­მაგ­რებული, მას მა­ინც  ხომ უნ­და გა­ვეფრთხილებინეთ?“ _ კითხულობს აბონენ­ტი.

მაყვა­ლა არ­ჩვა­ძე ითხოვს, თვის ბოლომ­დე მა­ინც გა­და­ვად­დეს ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გა­დახდა, რად­გა­ნაც ზოგჯერ რი­გების და კი­დევ სხვა პრობლე­მის გა­მოც კონ­კრე­ტულ რიცხვში თანხის გა­დახდა ვერ ხერხდება. ეს პრობლე­მა, მი­სი თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად პენ­სი­ო­ნე­რებსა და უმუ­შევ­რებს აქვთ, ყვე­ლა­ზე დიდ უსა­მარ­თლობად კი ის მი­აჩ­ნი­ა, რომ დე­პო­ზიტ­ზე თანხის და­რიცხვის მე­ქა­ნიზ­მი არც თბილის­შია და ბათუმ­შიც ცო­ტა ხნის წინ ბათუ­მე­ლების პრო­ტეს­ტის გა­მო გა­უქ­მდა.

 

„ქუ­თა­ი­სე­ლებმა გან­გა­ში უნ­და ავ­ტეხოთ და ამ გა­და­სახადი­სა­გან ვიხსნათ ქა­ლა­ქი. 35000 ლა­რი რომ აქვს ხელ­ფა­სი სე­მე­კის უფ­როსს, ქუ­თა­ი­სე­ლების  ხარჯზე უნ­და? ამ გა­ჭირ­ვებულ ქა­ლაქ­ში ისე­დაც უმუ­შევ­რობაა, სე­მეკ­შიც კი აქა­უ­რი, ქუ­თა­ი­სე­ლი, არა­ვინ და­ნიშ­ნეს,“_ უკ­მაყოფი­ლებით აღ­ნიშ­ნავს  მაყვა­ლა არ­ჩვა­ძე.

აბონენ­ტების პრე­ტენ­ზია ამით არ მთავ­რდება. ბან­კის  50 თეთ­რი­ან და­ნა­მატ­ზე ქალბატო­ნი ლი­ლი მიხელი­ძე და სხვა აბონენ­ტებიც საყვე­დუ­რობენ. მა­თი თქმით, ყოველ­თვის ნი­კე­ა­ზე წას­ვლას და იქ თანხის გა­დახდას ვერ ახერხებენ, ამი­ტო­მაც ბან­კის და­ნა­მა­ტის გა­დახდა უწევთ. თუ აქამ­დე ეს გა­თი­შუ­ლი ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის ჩარ­თვის­თვის და­კის­რებული სა­ფა­სუ­რი იყო, ახლა ყვე­ლა აბონენტს ერიცხება.

„რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში აგ­ვიხსნეს, ბან­კი­დან ენერ­გო­კომ­პა­ნი­ა­ში თანხის გა­და­რიცხვას 3 დღე აგ­ვი­ან­დებოდა, ახლა კი, იმ დღეს­ვე რომ გა­და­ი­რიცხოს, იმი­ტომ გვა­მა­ტებინებენ 50 თეთრს, ესეც ჩვე­ნი გა­და­სახდე­ლი ყოფი­ლა,“_ გვეუბნება ლი­ლი მიხელი­ძე.

ამ სა­კითხის გა­სარ­კვე­ვად კი სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს და­ვუ­კავ­შირ­დით.  ოპე­რა­ტო­რის და­პი­რების მიუხედა­ვად, მე­ნეჯერ­თან გა­საუბრების სა­შუ­ა­ლება არ მოგ­ვცეს

დე­პო­ზიტ­ზე და­რიცხვის მე­ქა­ნიზ­მზე ინ­ფორ­მა­ცია „ენერ­გო-პრო­ში“-ც მო­ვი­კითხეთ და სე­მეკ­შიც (სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რებელი კო­მი­სია).

ენერ­გო-პრო-ჯორჯიას“ სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურ­მა დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტა მი­სი და­რიცხვის მე­ქა­ნიზ­მი:

სე­მე­კის =20 დად­გე­ნი­ლებით დამ­ტკი­ცებული ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის (სიმ­ძლავ­რის) მი­წო­დებისა და მოხმა­რების წე­სების = 10 მუხლის თა­ნახმად, თუ აბონენ­ტმა 12 თვი­­ნი პე­რი­­დის გან­მავ­ლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვა­და­გა­და­ცი­ლებით გა­დაიხადა მოხმა­რებული ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რი, ვალ­დებულია, მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლი­­ნების და­ფარ­ვას­თან ერ­თად დე­პო­ზიტ­ზე შე­­ტა­ნოს თანხა, სა­შუ­­ლო თვი­­რი მოხმა­რების ოდე­ნობით. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლი­­ნებას­თან ერ­თად არ შე­ივ­სება დე­პო­ზი­ტი,  შე­გიწყდებათ ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის მო­წო­დება. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ დე­პო­ზი­ტის მოთხოვ­ნის შემ­დგო­მი 12 თვი­­ნი პე­რი­­დის გან­მავ­ლობაში აბონენ­ტი ყოველ­თვი­­რად დრო­­ლად და­ფა­რავს ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის ღი­რებულებას, დე­პო­ზიტ­ზე არ­სებული თანხა სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე დაუბრუნ­დება.

50 თეთ­რი­ან საბან­კო გა­და­სახად­ზე ენე­­გო­კომ­პა­ნი­­ში გან­მარ­ტა­ვენ: გა­ნა­წი­ლების ლი­ცენ­ზი­­ტი უფ­ლებამო­სი­ლია, მოხმა­რებული ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გა­დაუხდე­ლობის, ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის უკა­ნო­ნოდ მოხმა­რების, ან­და უსაფრთხოების წე­სების დარ­ღვე­ვის გა­მო ქსე­ლი­დან ჩახსნილ მომხმა­რებელს, ელექ­ტრო­­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გების აღ­დგე­ნი­სათ­ვის, და­­რიცხოს ელექ­ტრო­­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გების სა­ფა­სუ­რი. მომხმა­რებლის ელექ­ტრო­­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გების აღ­დგე­ნის სა­ფა­სუ­რი დღგ-ს ჩათ­ვლით გა­ნი­საზ­ღვროს 50 თეთ­რის ოდე­ნობით.

თუ ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის  სა­ფა­სუ­რი ქვი­თარ­ში მი­თი­თებულ ვა­დამ­დე იხდება, მა­შინ აბონენ­ტებისათ­ვის მომ­სახურება უფა­სოა..

„ენერ­გო-პრო-ჯორჯია­ში“ გვიხსნი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ნების­მი­ერ სერ­ვის-ცენ­ტრში ახლახანს და­ინ­სტა­ლი­რებული სპე­ცი­­ლუ­რი პროგ­რა­მის სა­შუ­­ლებით, აბონენ­ტის მი­ერ ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გა­დახდა იმა­ვე დღეს აი­სახება აბონენ­ტის ან­გა­რიშ­ზე, რა­საც ად­რე რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დებოდა.

ბათუ­მურ პრე­ცენ­დენტს რაც შეეხება, „ენერ­გო-პრო­ში“-ც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ იმის შემ­დეგ, რაც სე­მეკს ბათუ­მე­ლებმა მი­მარ­თეს, სა­კითხის გარ­კვე­ვამ­დე ბათუმ­ში დე­პო­ზი­ტის გა­და­სახადი მოიხსნა.

რამ­დე­ნად შე­იძ­ლება გავ­რცელ­დეს ბათუ­მუ­რი პრე­ცენ­დენ­ტი ქუ­თა­ის­ზე, თუ აქაც პრო­ტეს­ტი მო­ი­მა­ტებს, ამ კითხვა­ზე სე­მეკ­ში პა­სუხი არ აქვთ. სე­მე­კის სა­ზო­გა­დოებრი­ვი დამ­ცვე­ლის ტე­ლე­ფონ­ზე მო­პა­სუხე თა­ნა­შემ­წემ, ბექამ გვა­რიც არ გაგ­ვიმხილა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ქუ­თა­ის­ში ეს არ მოხდება, ბათუმ­ში კი დე­პო­ზი­ტებზე თანხა არას­წო­რად იყო და­რიცხული. ამ პა­სუხს მე­ტი გან­მარ­ტება არ მოყოლია. ანუ სე­მეკს არ­გუ­მენ­ტა­ცია _ რა­ტომ არის ქუ­თა­ი­სი დის­კრი­მი­ნებულ მდგო­მა­რეობაში, არ აქვს.

სა­ზო­გა­დოებრი­ვი დამ­ცვე­ლის სამ­სახური კი, წე­სით, ის სა­შუ­ა­ლება უნ­და იყოს, სა­დაც მომხმა­რებლის ყვე­ლა კითხვას უპა­სუხებენ. „ენერ­გო-პრო“-ს ქვით­რებშიც მი­თი­თებული სწო­რედ ეს ნო­მე­რი­ა, რა­თა მომხმა­რებლის პრე­ტენ­ზიებს უპა­სუხონ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია