დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შვილიშვილთან კონფლიქტის გამო ქალბატონი რუსთაველის ხიდიდან რიონში გადახტა
2013/06/10 13:35:00

რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში, რუსთაველის ხიდიდან ასაკოვანი ქალი რიონში გადახტა. თვითმხილველთა განცხადებით, შავოსანი ქალბატონი ქალაქის ცენტრალურ რაიონში ჰყავთ შეჩნეული, არის ავტოქარხნის დასახლებიდან და ითხოვდა მოწყალებას. თვითმხილველებმა აღნიშნეს, რომ ქალბატონმა დილით წითელი ხიდიდანაც სცადა გადახტომა, თუმცა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სუიციდის მცდელობა რუსათაველის ხიდიდან განახორციელა. ამ შემთხვევას შეესწრო თარაშ გრიგალაშვილი, რომელმაც დახმარებისათვის სხვებს მიმართა. მისი განცხადებით, ქალბატონი სუიციდის მცდელობის მიზეზად შვილიშვილთან კონფლიქტს ასახელებდა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. დაზარალებული წყლიდან ცოცხალი ამოიყვანეს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია