დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერია „გზა-21“-ის წინააღმდეგ
2015/11/27 16:53:47

ქუთაისის მერიამ 2016 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა დაიწყო, რაც თავის მხრივ 2016 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. მერიაში აცხადებენ, რომ ისევე, როგორც 2015 წელს, მომავალ წელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას. 


აღნიშნული მოთხოვნების მკაცრი გაკონტროლებით მიმდინარეობდა მიმდინარე წლის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა იყვნენ ორგანიზაციები, რომელთა არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებაც გამოიწვია. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შეიძლება მოყვანილი იქნას ყაზბეგის ქუჩის გრანიტის ფილებით მოპირკეთებითი სამუშაოები. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 533112 ლარს. .პს. გზა 21-მა სამუშაოების შესრულება ვერ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა ჯარიმა 0.1%-ის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 43183 ლარი. ასევე ორგანიზაციას, ხელშეკრულების შესაბამისად, დაუკავდა ორი წლის საგარანტიო ვადისათვის განკუთვნილი თანხ 9908 ლარის ოდენობით, სულ საერთო ჯამში ორგანიზაციას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაუკავდა 53 091 ლარი.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი, აღნიშნული ფირმა შესყიდვების სააგენტოს მიერ შეყვანილი იქნა შავ სიაში. დღეისათვის ორგანიზაციას, ქუჩაზე წარმოქმნილი ხარვეზების გამო, გაეგზავნა წერილი ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას არ დაუბრუნდება დაკავებული თანხა, რაც თავის მხრივ ახალი ტენდერის საფუძველზე გამოყენებული იქნება ქუჩაზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მეწარმისათვის ძირითადი მოთხოვნა 2016 წლის სამუშაოების განხორციელებაში იქნება პროექტების დროული და ხარისხიანი შესრულება, რაც ყოველდღიურად გაკონტროლდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინსპექტირების ჯგუფების მიერ." - აღნიშნული განცხადება ქუთაისის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია