დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Google-მა ჩვენზე ყველაფერი იცის
2015/08/25 08:02:13

ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ ბრაუზერებით და რუქებით, ვწერთ ელექტრონულ წერილებს, ვყიდულობთ  ნივთებს ინტერნეტში, Google კი ამ ინფორმაციას აგროვებს და საერთო ჯამში, გამოდის ისე, რომ მან ჩვენზე ყველაფერი იცის.  რა ინფორმაციას ფლობს Google, ამის გარკვევა ახლავე, ქვემოთ მოცემული ბმულების საშუალებით შეიძლება.

1. გაიგეთ თქვენი გადაადგილების ისტორია

 

 

თუ თქვენ თანამედროვე სმარტფონით სარგებლობთ  Android ან iOS-ის ბაზაზე და თქვენი მობილური ინტერნეტიც, ხშირ შემთხვევაში, ჩართულია, მაშინ გაოგნებული დარჩებით იმ ინფორმაციით, რომელსაც Google  თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ აგროვებს. ამ ბმულზე  შეგიძლიათ თქვენი გადაადგილების ისტორია იხილოთ. 

 

2.  გაიხსენეთ, რას ეძებდით ინტერნეტში რამდენიმე დღის, კვირის, თვის და წლის წინ

 

 

Google ინახავს ყველა სიტყვას, რაც კი ოდესმე საძიებო ველში ჩაგიწერიათ. ასევე ყველა ბმულს, რომელზეც ოდესმე გადასულხართ. ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

3. გაიგეთ, რას ფიქრობს Google თქვენ შესახებ

 

იმისთვის,  რომ ყველა მომხამრებელს აჩვენოს რეკლამა მისი გემოვნებისა და გატაცების შესაბამისად, Google აგროვებს ინფორმაციას თქვენ შესახებ და ქმნის მთელ პროფაილს. ყველა მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაკონტროლება ამ ბმულის საშუალებით.

 

 

 

ბევრისთვის ცნობილი Google Analytics იძლევა საშუალებას, გაიგოთ, რომელ საიტსა და გვერდს სტუმრობდით და რა სიხშირით აკეთებდით ამას. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ შესაძლებელია, გამორთოს მონაცემთა შეგროვების ეს კონკრეტული ფუნქცია  ამ ბმულის საშუალებით. 

 

4. გაიგეთ ყველა მომსახურების და სერვისის შესახებ, რომელიც ოდესმე გამოგიყენებიათ

 

 

 

Google მომხმარებლებს ექაუნთის აქტივობის გვერდს სთავაზობს, სადაც შეიძლება Google-ის ყველა იმ სერვისზე ინფორმაციის მიღება,  რომელსაც თქვენ იყენებთ. გარდა ამისა, შესაძლებელია ჩაირთოს ყოველთვიური ანგარიშის ფუნქციაც, რომელიც თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოიგზავნება. 

 

5. გაიგეთ ყველა აპლიკაციის სია, რომელსაც აქვს წვდომა თქვენს ანგარიშთან

 

Google-ის ანგარიშის აქტივობის გვერდი ასევე ინახავს იმ აპლიკაციების სიას, რომელთაც აქვთ წვდომა თქვენს მონაცემებთან. ამ სიის ნახვა შეგიძლიათ აქ. 

 

6. გაიგეთ, როგორ შეიძლება თქვენი მონაცემების ექსპორტირება

Google იძლევა თქვენი მონაცემების ექსპორტირების საშუალებას: ელექტრონული ფოსტა, კონტაქტები, ფაილები, პროფილის ინფორმაციები, YouTube-ის ვიდეოები, ფოტოები და ბევრი სხვა. ამის გაკეთება შესაძლებელია ამ ბმულზე. 

ბონუსი

 

 

იმ ინფორმაციების გარდა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, Google ინახავს YouTube-ზე ნანახი ვიდეოების ისტორიასაც. 

 

o.fhj^ http://sazogadoeba.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2386
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია