საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აგროგილდიის განცხადება “ძროხის პატრონი შინამეურნეობების” რეგისტრაციასთან დაკავშირებული, შეცდომაში შემყვანი საინფორმაციო კამპანიის თაობაზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/03 22:16:21

 

აგროგილდიამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"სოციალურ მედიაში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია, 2020 წლიდან საოჯახო შინამეურნეობების რეგულაციებთან დაკავშირებით. მასალებში საუბარია გაურკვეველ გადასახადზე, ბუნდოვან რეგულაციებზე.

 

გავრცელებულ ინფორმაციებს უმეტესად “აგროგილდიის” წევრი ტელეკომპანიების “გურჯაანისა“ და “TV25-ის” რეპორტაჟები უდევს საფუძვლად. აგროგილდიის ინიცირებით ამ ტელევიზიების თვითრეგულირების საბჭოები სიზუსტის მუხლის შესაძლო დარღვევის შესახებ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში დაჩქარებულად, 4 თებერვალს იმსჯელებენ.

 

აგროგილდია მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან იმ მნიშვნელოვან სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც “ასოცირების ხელშეკრულებითაა” გათვალისწინებული და რის განხორციელებასაც ერთის მხრივ შინამეურნეობების მომგებიანობა და მეორეს მხრივ სურსათის უვნებლობა უნდა მოჰყვეს შედეგად."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია