დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქალიშვილობის ინსტიტუტის" მსხვერპლის არაეთიკური გაშუქებით "იმედის კვირამ"არასამთავრობოების შენიშვნები დაიმსახურა
2015/07/31 16:12:30

 

ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში მწვავე დისკუსია გამოიწვია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 26 ივლისს გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულმა სიუჟეტმა, რომელიც რეალური ქალის მიერ ოჯახში განცდილ ძალადობას და ე.წ. „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ ფენომენიდან გამომდინარე პრობლემატიკას ასახავდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სიუჟეტის წარდგენისას, ასევე დასრულების შემდეგ ჩანს გადაცემის წამყვანების განზრახვა, რომ ინციდენტი პრობლემის კუთხით წარმოჩნდეს, თავად სიუჟეტი  ოჯახში ძალადობის მსხვერპლის რევიქტიმიზაციას და მავნე სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას ახდენს.


ჟურნალისტური პროფესიული სტანდარტები მოითხოვს ადამიანის ღირსების, პირადი ცხოვრების და სივრცის პატივისცემას და დაუშვებლად მიიჩნევს ემოციებით და განცდებით მანიპულირებას. ამ სიუჟეტის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალის პირადი სივრცე უხეშად და ხელაღებით დაირღვა; აუდიტორიამ არა მხოლოდ მისი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი შეიტყო, არამედ ისეთი ინტიმური დეტალებიც, როგორიცაა მენსტრუალური ციკლი, ქალწულობის ექსპერტიზის დასკვნა, სქესობრივი აქტის და სექსუალური ძალადობის ადგილი - საწოლის ახლო ხედების ჩათვლით. ამ ყველაფერს ვულგარული სენსაციის შექმნის ელფერი უფრო ჰქონდა, ვიდრე ღრმა და სერიოზული პრობლემის თუნდაც ძალიან რეალისტურად წარმოჩინების.


მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35. 6 მუხლი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდის დასაშვებს, როდესაც„იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვასარის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცულისიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს“. ეს სიუჟეტი ვერ ჩაითვლება მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. საზოგადოებაში ქალთა სექსუალური კონტროლის და ჩაგვრის შესახებ დისკუსიის წამოწყება არ აღემატება იმ ზიანს, რომელიც სიუჟეტში იდენტიფიცირებულ ქალს შეიძლება მიადგეს, ჩვენს საზოგადოებაში არსებული რეპრესიული და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შედეგად. მსხვერპლის ვინაობის გამჟღავნებაზე თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჟურნალისტებს აკისრიათ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, გაიაზრონ ის წნეხი, რომელშიც მათი რესპონდენტი შეიძლება, აღმოჩნდეს, სოციუმში გაბატონებული შეხედულებების გამო.


ცხადია, ჟურნალისტი ვერ მოახდნეს ძალადობისროგორც ახალი ამბის იგნორირებასმაგრამ  ფართო სურათის ჩვენებით და არა ერთ ინდივიდზე ფოკუსირებით, მას შეუძლია პრობლემა ადამიანის უფლებების კუთხით და სამართლებრივ კონტექსტში წარმოაჩინოს.

 

იმ კულტურულ კონტექსტში, სადაც ქალები  ხშირად საზოგადოებაში არსებული სექსისტური დამოკიდებულებების და სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან, მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უსამართლობის დაძლევაში და ქალთა ჩაგვრასთან ბრძოლაში - პრობლემის სიღრმისეულად და სერიოზულად გაშუქებით და საზოგადოებაში ჭეშმარიტი დისკუსიის გამოწვევით.


საიმისოდ, რომ მედიამ, როგორც გავლენიანმა ინსტიტუტმა, საზოგადოების წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა გაითავისოს, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას ასახოს ის მიდგომები, რომლებიც UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს  რეკომენდაციებშია მოცემული. მივმართავთ მედია საშუალებებს:


·         ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქებისას, არ მოხდინოს ადამიანის რევიქტიმიზაცია;

 

·         კონცენტრაცია მოახდინოს გადარჩენილზე, პატივი სცეს მის განცდებს და მოახდინოს მათი მინიმალიზება;


  • ეჭვქვეშ დააყენოს მცდელობა, ბუნებრივად და ღირსების საქმედ წარმოაჩინონს მომხდარი;
  • დაეხმაროს აუდიტორიას, გაიგოს ფართო კონტექსტი, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით;
  • იყოს თანმიმდევრული გაშუქებისას, როგორც სამართლებრივ პროცესზე თვალყურის მიდევნების მხრივ, ასევე პოსტ-ტრავმულ პერიოდთან გამკლავების კუთხით. 

 

ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავმართოთ ფართო და ღია დისკუსიები მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მივაღწიოთ კონსენსუსს იმ ღირებულებებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ინდივიდის პირადი ცხოვრების პატივისცემაზე.


 

ქალთა მოძრაობა

მედიის განვითარების ფონდი - MDF

საფარი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი

მედია კლუბი

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

იდენტობა

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო

სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე

კავშირი „ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის“

ქალთა ფონდი საქართველოში

წამების მსხერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილისტაციის ცენტრი - GCRT

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია