დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ოცნება" ქუთაისში საარჩევნო კარუსელისთვის ემზადება?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/14 11:46:07

თვითმართველობის არჩევნების წინა  პერიოდს ქუთაისის მერობის კანდიდატი გია თევდორაძე აფასებს. თევდორაძის განცხადებით, არაერთ დარვევასთან და ზეწოლის ფაქტთან ერთად, რაც არჩევნების წინა პერიოდს ახლდა, არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას შეეცდება.


„არსებობს გონივრული, თუმცა დაუდასტურებელი ეჭვი, რომ „ოცნება“ ქუთაისში კარუსელის გზით არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.  რისი თქმის საშუალებასაც „ოცნების“კოორდინატორების ქმედება იძლევა. ეს ადამიანები  ქუთაისში, კარდაკარ დადიან და იმ მოსახლეობის სიებს ადგენენ,რომლებიც არჩევნების დროს საქართველოში არ იქნებიან. სავარაუდოდ ხელისუფლება, სწორედ  ამ სიებით შეეცდება არჩევნების გაყალბებას.

ასევე   წინასაარჩევნოდ შეინიშნება პოლიციის გაააქტიურება. ქუთაისის რამდენიმე უბანში პოლიციელები და უბნის რწმუნებულების აქტიურად გადაადგილდებიან და აღრიცხვას ატარებენ. მინდა მივმართო ხელისუფლებას-პოლიცილებს, რომელთაც ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინალური დგომარეობის გამო ისედაც ბევრი საქმე აქვთ და მეტ ჯაფას ნუ დააყენებენ. აქვე  მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს იყვნენ ფრთხილად, რათა  ხელისუფლებას, რაიმე უკანონო ქმედების  ჩადენის  საშულებას არ მივცეთ“-განაცხადა თევდორაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია