დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო კლუბებმა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
2015/04/08 17:56:23

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა ფარგლებში შექმნილმა სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 


კლუბების წევრებმა, სკოლებში ფილმის განახლებული მატჩი ჩვენებებს გაუკეთეს ორგანიზება, რომელსაც სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსიები. 


ჯანდაცვის საერთაშორისო დღეს – 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლიდან აღნიშნავს. ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს, რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემების მიმართ საერთაშორისო ყურადღება მოიპოვოს. წელს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის თემად ორგანიზაციამ სურსათის უვნებლობა აირჩია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2385
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია