საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიოს ყველაზე ქარიზმატული ებრაელები
2015/03/27 13:09:03

ამ ერის მდიდარი ისტორიის წყალობით, ებრაელი მამაკაცების გარეგნობა ძალზე მრავალფეროვანია. მაგრამ ერთი რაიმეთი ისინი ერთმნიშვნელოვნად ჰგვანან ერთმანეთს – ყველანი საოცრად ქარიზმატულები არიან.

 

წარმოგიდგენთ 15 უაღრესად ნიჭიერ და მომხიბვლელ მამაკაცს, ვის ძარღვებშიც ებრაული სისხლი ჩქეფს.

 

ჰარისონ ფორდი

 

ჰარისონ ფორდის ბებია ანა ლიფშუცი ებრაული ოჯახიდან იყო, რუსეთის იმპერიიდან. 1907 წელს ლიფშუცების ოჯახი მინსკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ბრუკლინში დაბინავდა (ნიუ-იორკი). 1917 წელს ანა ცოლად გაჰყვა ტრამვაის მძღოლს, ჰარი ნიდელმანს და შეეძინათ ქალიშვილი დორა, მომავალში მსახიობ ჰარისონ ფორდის დედა.

 

დასტინ ჰოფმანი

 

ჰარი და ლილიან ჰოფმანების ოჯახში მეორე ბავშვი დასტინ ლი ლოს-ანჟელესში 1937 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. მშობლები რუსეთის იმპერიიდან და რუმინეთიდან  ჩამოსული ებრაელი ემიგრანტები – არასოდეს ყოფილან განსაკუთრებული მორწმუნეები. როგორც დასტინ ჰოფმანი იხსენებს, ისინი ათეისტური შეხედულებების მიმდევრები უფრო იყვნენ.

 

ედრინ ბროუდი

ედრინ ბროუდი 1973 წლის 14 აპრილს დაიბადა ნიუ-იორკში, ფოტოჟურნალისტი ქალის სილვია პლაჩისა და ისტორიის მასწავლებლის ელიოტ ბროუდის ებრაულ ოჯახში. მსოფლიო აღიარება ედრიან ბროუდის მოუტანა პოლონელი ებრაელი მუსიკოსის ვლადისლავ შპილმანის როლის შესრულებამ რომან პოლანსკის დრამატულ ფილმში „პიანისტი“. გადაღებების წინამოსამზადებელ პერიოდში ფილმისთვის „პიანისტი“ ბროუდიმ შეისწავლა შოპენის ნაწარმოებები და დაიკლო 13 კილოგრამი.

 

 

ვუდი ალენი

ამერიკელი კინორეჟისორი და მწერალი ვუდი ალენი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში ებრაულ ოჯახში. მომავალმა რეჟისორმა დაბადებისას სახელი ალენი სტიუარტ კენიგსბერგი მიიღო. ალენის ბაბუა და ბებია ემიგრანტები იყვნენ, რომელთა მშობლიური ენა იყო იდიში და გერმანული.

 

 ჯოზეფ გორდონ ლევიტი

 

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი 1981 წლის 17 თებერვალს დაიბადა ლოს-ანჟელესში. მისი ოჯახი ებრაული იყო, თუმცა ძალიან რელიგიურიც არა. ჯოზეფის მამა დენის ლევიტი რადიოსადგურ  Pacifica Radio-ში მუშაობდა, ხოლო დედა ჯეინ გორდონი იმავე რადიოსადგურში ტელეპროგრამების რედაქტორი გახლდათ.

 

რობერტ დაუნი-უმცროსი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკოსი. მისი მამა რობერტ დაუნი-უფროსი – რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი, ხოლო დედა ელსი (ქალიშვილობის გვარი ფორდი) ასევე მსახიობი იყო. დაუნი-უმცროსის მამას ირლანდიური და რუსულ-ებრაული წარმომავლობა აქვს, ხოლო დედას – გერმანული და შოტლანდიური ფესვები.

 

 ჯეიმს ფრანკო

 

ჯეიმს ედუარდ ფრანკო 1978 წლის 19 აპრილს დაიბადა კალიფორნიაში. ჯეიმსის დედამ, პოეტმა და მწერალმა ბეტსი ვერნიმ მამამისი დაგომ ფრანკო სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნო. ფრანკოს წინაპრები მამის მხრიდან წარმოშვებით პორტუგალიიდან და შვეციიდან იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან – რუსი ებრაელი ემიგრანტები.

 

 

ბენ კინგსლი

ბრიტანელი მსახიობი, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი. მისი მამა – ექიმი რახიმტულა ჰარდჟი ბხანდჟი კენიიდან იყო (რომლის მამაც წარმოშობით ზანზიბარის კუნძულიდან იყო), დედა – ბრიტანელი მსახიობი და  მოდელი ანა ლინა მერი გუდმანი ებრაული წარმოშობისაა. მამის რჩევით ბენმა აიღო კეთილხმოვანი სცენური ფსევდონიმი.

 

 

ადამ სენდლერი

 

ადამ სენდლერი – ამერიკელი იუმორისტი, მსახიობი, მუსიკოსი, სცენარისტი და კინოპროდიუსერი, ებრაული წარმოშობის. „მე ებრაელი ვარ და ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ისტორიული სამშობლოთი. არა, არამხოლოდ ვამაყობდი, მე აღფრთოვანებული ვიყავი მისით. უფრო მეტიც, როცა მე წამოვიზარდე, სისტემატურად ვურთიერთობდი ისრაელელ თანატოლებთან, დავდიოდი ებრაულ ქორწილებში, ჩემი დალაქიც კი ებრაელი იყო.“

 

 

დევიდ დუხოვნი

 

ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი. მისი დედა – მარგარეტი – აბერდინელი ემიგრანტი იყო(შოტლანდია), ასწავლიდა მანჰეტენის ღარიბ  ნაწილში არსებულ სკოლაში. მამა – აბრამ დუხოვნი – ბრუკლინელი ებრაელი ემიგრანტების ოჯახიდან იყო:. პუბლიცისტი, დრამატურგი, რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის ავტობიოგრაფიულისაც.

 

 

მარკ ბერნესი

 

საბჭოთა კინომსახიობი და შემსრულებელი მარკ ბერნესი დაიბადა ქალაქ ნეჟინში ებრაულ ოჯახში. მისი მამა ნაუმ ნეიმანი არტელში, მეურნეობის გაერთიანებაში მუშაობდა, დედა ფენია – დიასახლისი გახლდათ.

 

 

სილვესტერ სტალონე

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისი მამა – დალაქი ფრენკ სტალონე-უფროსი – სიცილიელი ემიგრანტი იყო, დედა ჟაკლინ ლეიბოფიში – ფრანგული და ებრაული წარმოშობის. სილვესტერის დედა – ცნობილი ვაშინგტონელი ადვოკატის ჯონ პოლ ლეიბოფიშის ქალიშვილი გახლდათ (1896 – 1956), რომლის მშობლები, როზა ეტელ ლამპეცი და ჩარლზ ლეიბოფიში ოდესელი ებრაელი ემიგრანტები იყვნენ.

 

 

არკადი რაიკინი

საბჭოთა თეატრის, ესტრადისა და კინოს მსახიობი, კონფერენსიე, თეატრის რეჟისორი, იუმორისტი. არკადი რაიკინი დაიბადა რიგაში ებრაულ ოჯახში. მამა ისააკ რაიკინი მშენებარე ტყის ბროკერი იყო, დედა ლეი რაიკინი. ბავშვობაში არკადი ებრაულ დაწყებით რელიგიურ სკოლაშიც – ჰადერში დადიოდა.

 

 

შონ პენი

 

ამერიკელი მსახიიობი და კინორეჟისორი. შონ პენი 1960 წლის 17 აგვისტოს დაიბადა სანტა-მონიკაში (კალიფორნიის შტატი) რეჟისორ ლეო პენისა და მსახიობ აილინ რაიანის ოჯახში. მისი მშობლები ებრაელები იყვნენ.

 

 

სტივენ სპილბერგი

სცენარისტი, პროდიუსერი და ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი რაჟისორი. სტივენ სპილბერგი დაიბადა ცინცინატში (აიოვას შტატი, აშშ) ებრაულ ოჯახში, მამა არნოლდ სპილბერგი ინჟინერი იყო, დედა პროფესიონალი პიანისტი ლეი ადლერი.

 

 ვლადიმერ პოზნერი

საბჭოთა და რუსი ტელეჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი დაიბადა ებრაელი ემიგრანტების – რუსი ებრაელის ალექსანდრე პოზნერისა და ფრანგი ებრაელის ჟერალდინა ლიუტენის ოჯახში.

 

თარგმანი

წყარო: http://www.adme.ru/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია