დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იპოთეკური სესხით დაზარალებული დევნილთა ოჯახები სახელმწიფოსგან 20000 ლარს მიიღებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/15 16:17:47

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

 

დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო  და  2015 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. 

 


გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზერომლებსაც   2015 წლის პირველ იანვრამდე,   იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის  ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს



იპოთეკური სესხის დაფარვისათვისფულადი დახმარების  მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი.  



დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს,  N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით მოხდება



იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:



) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;

) სსიპსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“  ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

 



განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე

თბილისი, ვაჟა-ფშაველას . N16

ზუგდიდი, რუსთაველის . N87 

ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27 

რუსთავი, ვახუშტის . N8 

გორი, შმაგის . N1 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია