დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჯანდაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი
2015/01/15 09:10:49

ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გია ჩიჯავაძე ქალაქის მერმა თანამშრომლებს წარუდგინა.


„ვფიქრობ,გია ჩიჯავაძე დაკავებულ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს. მე მქონდა ამ გუნდთან შეხება კონკურსის დროს და ეს ერთ-ერთი წარმატებული გუნდია. თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელთან საერთო ენას აუცილებლად გამონახავენ.” – განაცხადა წარდგენისას ქალაქის მერმა.


გია ჩიჯავაძე 1952 წელსაა დაბადებული. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. 1991-1993 წლებში სამხედრო ვაჭრობის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, 1993 წლიდან 2000 წლამდე კი თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დასავლეთ საქართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ასევე, გახლდათ საგარეო ეკონომიურ ურთიერთობათა რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2004-2008 წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი ეჭირა. 2008-2010 წლებში კი სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია