დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გულიკო წიკლაურის შემოქმედება საქართველოს დაუბრუნდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/01/20 12:12:11

 

"ამ დღეებში ხშირად გაისმის ჩვენს სამეგობროში გია და მანანა ჯინჯიხაშვილების სახელი. ნიუ-იორკში მცხოვრები, წარმოშობით ქუთაისელი და - ძმა, მათი არაჩვეულებრივი ოჯახი გულნარა წიკლაურისთვის მუდამ საიმედო დასაყრდენი იყო ამერიკაში. სწორედ გია ჯინჯიხაშვილია ის ადამიანი, რომელმაც გარდაცვლილი გულიკო აღმოაჩინა და უჭირისუფლა. ნახეთ, როგორ აფასებს გულნარა წიკლაურის შემოქმედებას გია ჯინჯიხაშვილი Givi Lauren და როგორი სიტყვებით ეთხოვება იგი თანაქალაქელსა და მეგობარს."- ეს პოსტი ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმა გაავრცელა დღეს სოციალურ ქსელში და სრულად გთავაზობთ გია ჯინჯიხაშვილის წერილს, საიდანაც ირკვევა, რომ ახლახანს  ნიუ-იორკში გარდაცვლილი ქართველი მხატვრის, გულიკო წიკლაურის შემოქმედებაც აუცილებლად მის სამშობლოს, საქართველოს დაუბრუნდება.


"დიდი გულისტკივილი და მწუხარებაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გულნარა წიკლაურის გარდაცვალება.

გულიკო იყო ადამიანი, რომლის სიძლიერისთვისაც მხოლოდ სიკვდილს შეიძლებოდა ეჯობნა და ასეც მოხდა. უამრავი სამედიცინო და სხვა კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსული დაფერფლილი სფინქსივით თითქოს მკვდრეთით აღდგებოდა და ისევ სრულყოფილი ენერგიით შეუდგებოდა შემოქმედებით საქმიანობას.


ჩემი აზრით გულიკო იყო აბსოლუტურად არაორდინარული, უშიშარი ხელოვანი, რომელიც შორს იყო კომერციული აზროვნებისაგან. ღრმად გრძნობდა და აანალიზებდა ადამიანის ფსიქოლოგიის კომპლექსურობას და მხატვრობის საშუალებით გადმოსცემდა მას.


იგი იყო კოსმოპოლოტური, და არა ლოკალური აზრივნების ადამიანი; ებრძოდა მანკიერებას და უსამართლობას. იყენებდა სიმბოლიზმს და ალეგორიას და არ დაუტოვებია ადამიანური ტკივილის არც ერთი ფორმა, რომელსაც თავის შემოქმედებაში არ შეხებია. მის ზოგიერთ ნახატში ცნობიერის და არაცნობიერის ურთიერთჭიდილი მძაფრადაა გადახლართული.

 

გულიკოს საქართველოზე ღელვა და ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია.


გულიკომ დატოვა თავისი ნამუშევრების დიდი კოლექცია, რომელიც ამჯერად მის ბინაშია დალუქული. დღეს გაირკვა, რომ გულნარა წიკლაურის ნეშტი მის მიწა-წყალს დაუბრუნდება და მე ღრმად მჯერა, რომ გულიკო წიკლაურის - შესანიშნავი ქართველი მხატვრის შემოქმედება საქართველოს საკუთრებაა და ქსრთული მუზეუმები ღირსეულ ადგილს მიუჩენენ მის ნიჭსა და მემკვიდრეობას.'

 

@Givi Lauren

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 794
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია